ახალი სასწავლო წელი მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის ყოველთვის დიდ სამზადისთან, სიხარულთან და რა თქმა უნდა, ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ხშირად გვგონია, რომ სრული სასკოლო კომპლექტის შეგროვება დიდ ბიუჯეტს მოითხოვს, თუმცა, „ბიბლუსში“ ხარისხიანი და საჭირო სასკოლო ნივთების შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომადაც არის შესაძლებელი.
გადახედეთ ბიუჯეტურად აწყობილ ნაკრებს. „ბიბლუსის“სპეციალური ფასდაკლებებისა და აქციების წყალობით, სულ რაღაც 20 ლარად შეძლებთ შეიძინოთ 15 დასახელების ნივთი - ზურგჩანთიდან და პენალიდან დაწყებული, რვეულებითა და საკანცელარიო ნივთებით დამთავრებული.
რას შეიძენთ ფასდაკლებით „ბიბლუსში“ 20 ლარის ბიუჯეტით:
1. ზურგჩანთა PONTO – 9.99 ₾ (ფასდაკლებით)
ნაკრების მთავარი შემადგენელი ნაწილი PONTO-ს ნაცრისფერი, ფერადი ელვით გაფორმებული 2-განყოფილებიანი ზურგჩანთაა (40 სმ). ის არის მსუბუქი, ტევადი და პრაქტიკული, რაც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
2. ფერადი ნაჭრის პენალი PONTO – 1.99 ₾ (ფასდაკლებით)
PONTO-ს ფერადი, ნაჭრის სააქციო პენალი შესანიშნავად იტევს ყველა საჭირო კალამსა თუ ფანქარს. კომპაქტურია და ჩანთაში ბევრ ადგილს არ იკავებს.
3. გელის კალამი Centrum "OFFICE" (0.5mm, ლურჯი) 2 ცალი / 1.00 ₾
წერის კომფორტისთვის ნაკრებში შედის Centrum-ის ცვლადგულიანი ლურჯი გელის კალმები, რომლებიც გამოირჩევა რბილი და სუფთა წერით.
4. HB გრაფიტის ფანქარი PONTO 2 ცალი / 0.60 ₾
ყოველდღიური ჩანაწერებისთვის, ხაზვისა თუ ხატვისთვის აუცილებელი HB ტიპის ფანქრები ფერადი გარსით.
5. ფლომასტერი PONTO KIDS (6 ფერიანი) 1.55 ₾
ხატვისა და გაფერადების მოყვარულთათვის 6-ფერიანი კაშკაშა ფლომასტერების ნაკრები ჩანახატებსა და დავალებებს უფრო მხიარულს გახდის.
6. ფერადი სათლელი PONTO 0.99 ₾
მოხერხებული და სახალისო დიზაინის სათლელი, რომელიც მარტივად და სუფთად თლის ფანქრებს.
7. საშლელი PONTO (გრაფიტის ფანქრისთვის) 0.50 ₾
PVC-სგან დამზადებული რბილი საშლელი, რომელიც ქაღალდს არ აზიანებს და მარტივად აქრობს ფანქრის ნაკვალევს.
8. მათემატიკის რვეული PONTO (40-ფურცლიანი) 3 ცალი 1.65 ₾
დავალებებისა და ჩანაწერებისთვის განკუთვნილი 40-ფურცლიანი ხარისხიანი რვეულები ფასდაკლებით 0.55 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.
9. ცალხაზიანი რვეული PONTO (40-ფურცლიანი) – 3 ცალი 1.65 ₾
ხაზიანი რვეულები ქართული ენისა და სხვა ტექსტური საგნებისთვის.
ჯამი: 19.87 ლარი!

როგორც ხედავთ, გონივრული დაგეგმვითა და „ბიბლუსის“ საუკეთესო შეთავაზებებით შესაძლებელია სრული სასკოლო კომპლექტის შეგროვება მინიმალურ ფასად.
ესტუმრეთ „ბიბლუსის“ უახლოეს ფილიალს ან ეწვიეთ ვებ-გვერდს biblusi.ge
სააქციო პროდუქციის შეძენას შეძლებთ ბიბლუსის ფიზიკურ მაღაზიებში…. ისარგებლეთ სასკოლო ფასდაკლებებით და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მშვიდად და ბიუჯეტურად!
R