Wildberries-მა თბილისში ექსპრეს-მიწოდება დაიწყო - Marao

Wildberries-მა თბილისში ექსპრეს-მიწოდება დაიწყო

2026-09-09 10:43:37+04:00

ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი შეკვეთის განთავსებაა, თუმცა შეძენილი პროდუქციის მიღებამდე ლოდინი არც ისე კომფორტული პროცესია, ამიტომ Wildberries-ი მომხმარებლებს თბილისში,თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთში და გორში შეკვეთის მიღების ექსპრეს მიწოდებას სთავაზობს.

როგორ მუშაობს ექსპრეს-მიწოდება?

ახალი სერვისი ექსკლუზიურად თბილისშია ხელმისაწვდომი. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ორსაათიანი დროის მონაკვეთი.

გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, შეკვეთაში შემავალი რომელი ნივთის მიღება სურს ექსპრეს-მიწოდებით.

როგორც კი შეკვეთა კურიერს გადაეცემა და მისი მიწოდება იწყება, მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე სპეციალური ბმული ეგზავნება, რისი საშუალებითაც ხედავს კურიერის გადაადგილებას რეალურ დროში და შეკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას იღებს.

ექსპრეს-მიწოდებისას წინასწარი გადახდა სავალდებულოა

ახალი სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეკვეთის ღირებულების სრულად წინასწარ გადახდა უწევს.

ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პირობის გათვალისწინება: თუ მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნება მოუნდება, ამისთვის მას თავად უწევს Wildberries-ის მიტანის/გაცემის პუნქტში მისვლა და პროდუქტის დაბრუნების სტანდარტული პროცედურის გავლა.

დაახლოებით 100 პუნქტი საქართველოს მასშტაბით

ექსპრეს-მიწოდების ამოქმედებით Wildberries-მა თბილისში ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი გახადა. 

ამჟამად საქართველოში Wildberries-ის დაახლოებით 100 გაცემის პუნქტი ფუნქციონირებს. პლატფორმა ასევე პერიოდულად მომხმარებლებს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს, რომელთა ოდენობაც ცალკეულ კატეგორიებში 80%-მდე აღწევს.

R