80-იანების რეტრო-აფეთქება: რატომ გადავიდა ქართული სოციალური ქსელი გასულ საუკუნეში? - Marao

80-იანების რეტრო-აფეთქება: რატომ გადავიდა ქართული სოციალური ქსელი გასულ საუკუნეში?

2026-09-09 11:56:04+04:00

თუ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებს გადაავლებთ თვალს, იფიქრებთ, რომ დროის მანქანა მართლაც არსებობს. ქართული ონლაინ-სივრცე - TikTok, Instagram თუ Facebook - მოიცვა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალმა ვირუსულმა ტრენდმა, რომელიც მომხმარებლებს 1980-იანი წლების ესთეტიკაში აბრუნებს.

მოცულობითი და აფუმფულებული ვარცხნილობები, ჯინსის სქელი ქურთუკები, ნეონის განათება, მკვეთრი მაკიაჟი და ფირის ფოტოსთვის დამახასიათებელი თბილი, ოდნავ მარცვლოვანი ტონები - AI ფილტრების წყალობით, თითქმის ყველა ქართველმა მომხმარებელმა მოირგო 80-იანების რეტრო-იერი.

ახალგაზრდა თაობისთვის ეს არის შანსი, საკუთარი თავი დაინახონ იმ ეპოქაში, რომელიც მხოლოდ მშობლების ძველი ალბომებიდან ან საკულტო ფილმებიდან იციან. AI ტექნოლოგია იმდენად დახვეწილად მუშაობს, რომ შედეგი უბრალო ფილტრს კი არა, იმ პერიოდში პროფესიონალურ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს ჰგავს.

ტრენდის მთავარი ხიბლი ინტერაქციაშია - მომხმარებლები სიამოვნებით ადარებენ თავიანთ "80-იანების ვერსიას" მშობლების იმ დროინდელ რეალურ ფოტოებს, რაც სოციალურ ქსელში დიდ გამოხმაურებასა და მხიარულებას იწვევს.ქართველი სელებრითები, ბლოგერები თუ რიგითი მომხმარებლები უკვე აქტიურად აზიარებენ თავიანთ რეტრო-პორტრეტებს.

გთავაზობთ ქართველი სელებრითების, რომლებიც ტრენდს არ ჩამორჩნენ.

kristine-imedadze

nina-tskitishvili

tamuna-museridze]

sofo-nijaradze

manika-asatiani