სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ უკვე 20 წლისაა და ამ მნიშვნელოვან თარიღს თქვენთან ერთად აღნიშნავს - 13 სექტემბერს, 13:00 საათზე, ვაკის პარკში გელოდებათ სპეციალური გასართობი პროგრამა, სიურპრიზები და უამრავი საჩუქარი!
ჩაინიშნეთ თარიღი, ესტუმრეთ ვაკის პარკს თქვენს პატარებთან ერთად და გაატარეთ კვირა დღე ხალისიანად.
„პეპელა“ უკვე 20 წელია ქმნის ხარისხს, რომელსაც მომხმარებელი ენდობა. შოურუმებში და ონლაინ წარმოდგენილი სათამაშოები და აქსესუარები 100%-ით ორიგინალია და აკმაყოფილებს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალებისგან არის დამზადებული.
„პეპელას“ მაღაზიათა ქსელში აღმოაჩენთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Barbie, LEGO, Hot Wheels და სხვა.
R