31 წლის მომღერალი ბიონსე, რომელიც გასულ წელს დედა გახდა, ამერიკულ ჟურნალ Flaunt-ისთვის სრულიად გაშიშვლდა. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი მილოცვაა ქმრისთვის, რომელმაც ახალი პლატინის ალბომი გამოუშვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბიონსე განრისხებული იყო, როცა შვედურმა გიგანტურმა მარკამ H&M-მა მისი სრული ფორმები დაიწუნა. დიზაინერებმა მომღერალს ფოტოშოპის მეშვეობით წონაში დაკლება "აიძულეს", რის გამოც ბიონსემ ლამის გაწყვიტა კომპანიასთან კონტრაქტი და ალბათ გასაგებიც არის, რატომაც, ბიონსეს ხომ არაფერი აქვს დასამალი, პირიქით – საამაყოც კი. ალბათ, სწორედ ამის თქმა უნდოდა მომღერალს, როცა ჟურნალ Flaunt-ის ახალი ნომრისთვის სრულიად გაშიშვლდა.
ფოტოებზე ბიონსე მშვენიერი შიშველი ქანდაკების როლში წარსდგა და მხოლოდ მბრწყინავი პლატინით შემოსილმა მომღერალმა ასე აღნიშნა ქმრის ახალი ალბომის გამოსვლა - ჯეი ზის ახალმა ალბომმა Magna Carta... Holy Grail პლატინის სტატუსი მიიღო. ბიონსემ თავის მიკრობლოგში ქმრის სკოლისდროინდელი ფოტო დადო და მიაწერა: Bow Down ("დაყარეთ იარაღი"). და მართლაც, იარაღს ყველა დაყრის, როგორც ჯეი ზის მუსიკალური ნიჭის, ასევე მისი მეუღლის შთამბეჭდავი ფორმების წინაშე.