რატომ კარგავს კანი სიმკვრივეს ასაკის მატებასთან ერთად? - Marao

რატომ კარგავს კანი სიმკვრივეს ასაკის მატებასთან ერთად?

2026-09-14 16:47:05+04:00

ასაკის მატებასთან ერთად, კანი ელასტიკურობასა და სიმკვრივეს კომპლექსური ბიოლოგიური, ბიოქიმიური და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად კარგავს. ამის მიზეზი კი კოლაგენისა და ელასტინის დაკარგვაა.

კოლაგენი უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს, ხოლო ელასტინი - მის ელასტიკურობას. ახალგაზრდა კანი აღნიშნულ ცილებს მუდმივად და დიდი რაოდენობით აახლებს, წლების მატებასთან ერთად კი ეს ბალანსი ნელ-ნელა ირღვევა, კანის შრება და წვრილი ხაზები და ნაოჭები წარმოიქმნება. 

psp

რატომ მცირდება ელასტინისა და კოლაგენის სინთეზი ორგანიზმში, ასაკის მატებასთან ერთად?

  • კოლაგენის შემცირება და დაშლა

დაახლოებით 20 წლის ასაკიდან ადამიანის ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ კოლაგენს გამოიმუშავებს. ამ ასაკში სხეულის ინტენსიური ზრდა-განვითარდება თითქმის დასრულებულია, ხოლო უჯრედების მეტაბოლიზმი ნელ-ნელა იცვლება. ფიბლასტები ანუ უჯრედები, რომლებიც კოლაგენს აწარმოებს, ნელ-ნელა ანელებს მათი გამომუშავების ტემპს.

psp

  •  ელასტინის ბოჭკოების დაშლა

ასაკის მატებასთან ერთად, ელასტინის ბოჭკოებიც იშლება, რაც მიმიკური ნაოჭების წარმოქმნასა და დროთა განმავლობაში მათ გაღრმავებას უწყობს ხელს. მაგალითად, ღიმილის შემდეგ, კანი ვეღარ უბრუნდება ძველ ფორმას და ყალიბდება ნაკეცები.

  • ტენიანობის ნაკლებობა

თუ ახალგაზრდა კანი მარტივად ინარჩუნებს წყალს, ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესიც რთულდება. იკლებს კანის შრეების ტენიანობა, შედეგად ვიღებთ მოდუნებასა და გამოშრობას.

  • უჯრედების განახლების შენელება

ასაკის მატებასთან ერთად, კანის აღდგენის პროცესი სულ უფრო ნელდება, ქსოვილები ნაკლებ ჟანგბადსა და ვიტამინებს იღებს, კანი კი კარგავს ბზინვარებას და დაზიანებისკენ მიდრეკილი ხდება.

გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივ დაბერებასთან ერთად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ელასტიკურობის შემცირებას უწყობს ხელს. მათ შორის არის მზის სხივების ზემოქმედება, დიდი რაოდენობით შაქრისა და თამბაქოს მოხმარება და ზოგადად, არაჯანსაღი ცხოვრების წესი. 

psp

როგორ შევანელოთ კანის დაბერების პროცესი?

ბუნებრივია, ბიოლოგიურ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს, თუმცა კანის დაბერების შენელება  შესაძლებელია, მოვლის სწორი რუტინითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებაა. რეკომენდებულია, ყოველდღიურად SPF30+ გამოვიყენოთ და მაქსიმალურად მოვერიდოთ გარუჯვას, რადგან ულტრაიისფერი სხივები კოლაგენის მთავარი „მტერია“. 

ამასთან, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მიღება, ხარისხიანი ძილი 7-8 საათის განმავლობაში, ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, რომელიც მოიცავს დიდი რაოდენობით ბოსტნეულსა და ხილს, ცილებსა და ჯანსაღ ცხიმებს.

რაც შეეხება კანის მოვლის რუტინას კვლევებით დადასტურებულია, რომ რეტინოლი და რესვერატროლი ის აქტიური ინგრედიენტებია, რომლებიც კანის დაბერების პროცესს ანელებს. ამასთან, რეტინოლის გამოყენება მგრძნობიარე კანზე ხშირად გამოშრობას, ბარიერის დარღვევასა და დისკომფორტს იწვევს. თუ სწორედ აღნიშნული პრობლემა გაწუხებთ, შესაძლოა, გამოსავალი რესვერატროლზე გადასვლა იყოს. 

 psp

  • რესვერატროლი

რესვერატროლი კანის მოვლის ინდუსტრიის რევოლუციური ინგრედიენტია, რომელსაც ძირითადად ყურძნიდან იღებენ. ის ეფექტურად ებრძვის ოქსიდაციის პროცესს, აფერხებს კოლაგენის ნაადრევ დაშლას და ასტიმულირებს კანის დამცავ ბარიერს. რესვერატროლი აფერხებს  კოლაგენის ნაადრევ დაშლას და ეხმარება კანს დამცავი ბარიერის აღდგენაში. 

ფრანგული პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდის, „კოდალის“ (Caudalie) კვლევებით დადასტურებულია, რომ რესვერატროლი კანს ეხმარება სიმკვრივის შენარჩუნებაში, აუმჯობესებს მის ტექსტურას და უბრუნებს ჯანსაღ ბზინვარებას. 

psp 

„კოდალის“ Resveratrol-Lift ხაზი სპეციალურად კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღსადგენად შეიქმნა. აღნიშნული პროდუქტები აერთიანებს ყურძნის ყლორტებიდან მიღებულ სუფთა რესვერატროლსა და ვეგანური კოლაგენის გამაძლიერებლებს. შედეგად, მკვრივდება კანი და ნელდება მიმიკური ნაოჭების წარმოქმნისა და გაღრმავების პროცესი. 

„კოდალის“ რესვერატროლის ხაზიდან კანის მოვლის სრული რუტინის შექმნა შეგიძლიათ:

psp 

  • თვალის კრემ გელი - ლიფტინგი

რესვერატროლის პატენტის, ჰიალურონის მჟავისა და ვეგანური კოლაგენის გამაძლიერებლის წყალობით Caudalie Resveratrol Lift Lift თვალის გელ-კრემი ამცირებს შეშუპებას და თვალის ირგვლივ არბილებს ქუთუთოებს. Caudalie x ჰარვარდის პატენტი: ჰიალურონის მჟავა + ვაზის რესვერატროლი + ვეგანური კოლაგენის გამაძლიერებელი ზრდის ჰიალურონის მჟავას ბუნებრივ წარმოებას 2-ჯერ და კოლაგენს 5-ჯერ.

psp 

  • სახის შრატი - გამამკვრივებელი

რესვერატროლითა და ჰიალურონის მჟავით გაჟღენთილი სახის შრატი ებრძვის დაბერების ნიშნებს და ხელს უწყობს კანსი გაახალგაზრდავებას. აქტიური ინგრედიენტები ანელებს კანის დაბერების პროცესს და უზრუნველყოფს ლიფტინგის მყისიერ ეფექტს; ატენიანებს და არბილებს კანს, შეიწოვება სწრაფად და არ ტოვებს ლაქებს. 

psp 

  • სახის კრემი - ლიფტინგი

რესვერატროლის შემცველობის სახის კრემი აფერხებს წვრილი ნაოჭების წარმოქმნას და ამკვრივებს კანს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორლიპიდებსა და 97% ნატურალურ ინგრედიენტებს. ქაშმირივით რბილი და სასიამოვნო ტექსტურის კრემი შეიცავს ახალ დაპატენტებულ ფორმულას, ნატურალურ ჰიალურონსა და ვეგანურ კოლაგენის ბუსტერს, იგი მიიღება აფრიკული წითელი ხის ფესვებისგან, რომელიც 5 ჯერ უფრო აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას. 

სახის კრემი ჰიპოალერგიულია. არ შეიცავს პარაბენებს, ფენოქსილეთანოლს, ფტალატებს, სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და სინთეტიკურ დანამატებს. ამასთან, არაკომედოგენურია. რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.

რესვერატროლის სრული ხაზის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს. 

R