ზღაპრული ქორწილის გრანდიოზული ცერემონია, ქართველი ვარსკვლავები, მაიამიდან მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავი და დაუვიწყარი სანახაობა - Marao

ზღაპრული ქორწილის გრანდიოზული ცერემონია, ქართველი ვარსკვლავები, მაიამიდან მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავი და დაუვიწყარი სანახაობა

2026-09-17 11:17:13+04:00

გასულ კვირას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. ღონისძიება, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი და სტუმარი ესწრებოდა, სავსე იყო ემოციებით, საინტერესო დეტალებითა და მასშტაბური მუსიკალური ნომრებით.

qorwili

სიძე, დიმიტრი დუმბაძე - ბიზნესმენ ირაკლი დუმბაძისა და მხატვარ ინგა ზეიკიძის შვილი გახლავთ. დიმიტრი 15 წლის ასაკში, სპორტული (კალათბურთის მიმართულებით) დაფინანსებით ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მიიღო განათლება და პროფესიული გამოცდილება დააგროვა, მათ შორის ცნობილ კომპანია Goldman Sachs-ში. ამჟამად იგი თბილისში, საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო გუნდში ინვესტიციების ანალიტიკოსად მუშაობს, უახლოეს პერიოდში კი ამერიკაში მოკლევადიანი ვიზიტით დაბრუნებას გეგმავს.

პატარძალი, მარიამ ბალიაშვილი  -მარკეტერი, რომელიც კომპანია „ვა ვა ვა“- ში მუშაობს. 

qorwili

დღის ქრონიკა: „გარდენიიდან“ შატო მუხრანამდე

ქორწილი დილიდანვე განსაკუთრებული განწყობით დაიწყო. პატარძალი „გარდენია შევარდნაძიდან“ წამოიყვანეს, რის შემდეგაც ცერემონია ისტორიულ სვეტიცხოვლის ტაძარში გაგრძელდა. ჯვრისწერა მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა ჩაატარა, განსაკუთრებული და ემოციური ფონი კი ანსამბლ „შვიდკაცას“ გალობამ შექმნა.

qorwili

ჯვრისწერის შემდეგ ზეიმმა შატო მუხრანში გადაინაცვლა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კულმინაცია იყო ხელისმოწერის ულამაზესი ცერემონია, რომელსაც აკომპანიმენტს უწევდა 45-კაციანი სიმფონიური ორკესტრი უნიჭიერესი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ორკესტრმა წყვილისთვის სპეციალურად შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა.

ამის შემდეგ საღამო ღია ცის ქვეშ, ვენახებთან მიმდებარედ 400-კაციანი ვახშმით გაგრძელდა.

qorwili

იდეის ავტორები და შემოქმედებითი ჯგუფი

გრანდიოზული იდეის განხორციელებაში პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა. საერთოდ კი, როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის თავი და თავი, იდეის ავტორი სიძის დედა, მხატვარი ინგა ზეიკიძე-დუმბაძე გახლდათ.

  • რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
  • დეკორი: კომპანია „პაპავერო“ - ღია სივრცე მორთული იყო ექსკლუზიურად შექმნილი 2-მეტრიანი თიხის ქოთნებით, დიდი ჭაღებითა და ცოცხალი, ულამაზესი ყვავილებით.
  • სცენა და გახმოვანება: უზრუნველყოფილი იყო კომპანია „პრო საუნდის“ მიერ. 
  • საღამოს წამყვანი: ოჯახის მეგობარი, უსაყვარლესი  ნიკოლოზ წულუკიძე.
  • პატარძლის დიზაინერი: ლაშაო გაბუნია.
  • ვიდეოგადაღება: Timelesswedding film.

qorwili

სიურპრიზები და მუსიკალური გაფორმება

საღამო დატვირთული იყო ემოციური და დასამახსოვრებელი ნომრებით:

  • სიძემ, დიმიტრი დუმბაძემ, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობითა და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოები - „როცა აყვავდება ნუში“ შეასრულა.
  • პატარძალმა მარიამმა, ანსამბლ „ერისიონთან“ ერთად, მოასწრო და ქართული „მუხამბაზი“ იცეკვა (ეს ორივე ნომერი სტუმრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა).
  • ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული ნაწილის მთავარი მონაწილე იყო ანსამბლი „ერისიონი“.
  • მუსიკალურ გაფორმებაზე ასევე ზრუნავდნენ მომღერლები: ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ანა ქურთუბაძე და მარიამ როინიშვილი.

qorwili

ფეიერვერკი და გრანდიოზული ფინალი

ქორწილის დასკვნითი და ყველაზე მოულოდნელი ნაწილი მაიამიდან მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავის, დაიანა ქინგის გამოჩენა იყო. აღსანიშნავია, რომ სცენაზე გამოსვლისას დაიანა ქინგს სიძის დედის მიერ სპეციალურად შექმნილი საავტორო სამკაულები ეკეთა.

qorwili

ღონისძიებამ სტუმრებს ერთდროულად შემოუნახა ქართული ტრადიციებისა და თანამედროვე გლობალური მასშტაბების სინთეზი, რომელიც დიდხანს ემახსოვრება ყველას.

qorwili