„ისე ყვება, თითქოს მეზობლის ბავშვი მოკვდაო...“ - ლულუ კახიანის გულახდილი ინტერვიუ ტკივილზე, გადალახულ ბარიერებსა და განვლილ გზაზე - Marao

„ისე ყვება, თითქოს მეზობლის ბავშვი მოკვდაო...“ - ლულუ კახიანის გულახდილი ინტერვიუ ტკივილზე, გადალახულ ბარიერებსა და განვლილ გზაზე

2026-09-17 11:40:18+04:00

ცხოვრების ყველაზე მძიმე დარტყმებთან გამკლავება და საზოგადოების მხრიდან წამოსულ უსამართლო კრიტიკასთან დაპირისპირება უდიდესი გამოცდაა. ლიკა ყაზბეგის გადაცემის სტუმარმა, ლულუ კახიანმა, საკუთარ განცდებზე, შვილის დაკარგვით გამოწვეულ უსაზღვრო ტკივილსა და პირად ცხოვრებაში მიღებულ რთულ გადაწყვეტილებებზე სრული გულახდილობით ისაუბრა.

leno

ლულუ კახიანის ინტერვიუ - მიძღვნა ლენოს

ინტერვიუს დასაწყისშივე, წამყვანის შეხსენებაზე, რომ მას ძალიან ეშინოდა შვილის დაკარგვის, ლულუ კახიანმა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა: „ყოველთვის.“ მიუხედავად ტრაგიკულად შეწყვეტილი სიცოცხლისა, მან გაიხსენა, რომ მისმა შვილმა ბევრი რამის მოსწრება მაინც შეძლო:

  • "ალბათ, როგორ განიცდიდა თავის პატარა გულში და ფიქრობდა, ისე აღარ ვუყვარვარ დედასო" - ლულუ კახიანი გარდაცვლილი შვილის შესახებ წერს

„ჰყავდა ხოლმე შეყვარებული. ამბობდა: „მე მიყვარს, მე მომწონსო“. იქიდანაც იგივე გრძნობა იყო თუ არა, მაგაზე არ ლაპარაკობდა. თუმცა ბოლოს ეს ბიჭი, კომაში რომ იყო, მისი მეგობარი გახლდათ. მანამდე მეგობრობდნენ, მერე კი უბრალოდ ამბობდა: „მე ეს ბიჭი მიყვარსო“.

  • ურთიერთობის დასასრული და ახალი რეალობა

წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ შეეგუა იმ ფაქტს, რომ გვაჯიმ [გიორგი გვარჯალაძე, ლულუ კახიანის ყოფილი მეუღლე] მეორე ოჯახი შექმნა, ლულუმ დააზუსტა:

  • "ბოლო დღე ასე მთავრდება, რომ მამა თავს დამესხა და მცემა, მონსტრია და ცუდი კაცია. მანდ დამთავრდა. ჰოდა, ახლა რასაც გიყვებით, გადავრჩი?“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს შესახებ

„მეორე არა, ჩემამდეც ჰყავდა გვაჯის ოჯახი - უფროსი შვილიც ჰყავს. რა ვიცი, იმ მომენტში უკვე ისე ვიყავი განწყობილი, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას კი - თავისი. ანუ, რაღაც ეტაპზე ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყო, ეს კარგად მივხვდი და მე თვითონ ვუთხარი, მოდი, ურთიერთობა დავამთავროთ-მეთქი.  ამის შემდეგ გადავიდა სახლიდან. მერე ეყოლა ბავშვი. ძალიან კარგი ბავშვია, ძალიან მიყვარს“.

lulu-kakhiani

  • საზოგადოების დაუნდობელი კრიტიკა და წყენა

ყველაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა მოგონება იმ პირველ ინტერვიუზე, რომელიც ლენოს გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგ ჩაიწერა:

„პირველი ინტერვიუ იყო ლენოს გარდაცვალების შემდეგ, ალბათ სამი-ოთხი თვის შემდეგ ჩაწერილი. ანუ ივნისში გარდაიცვალა ლენო და ალბათ სექტემბერი იყო, თუ არ ვცდები. პირველი ინტერვიუ იყო და იქ რაღაც ღია ატმისფერი პერანგი მეცვა და ტუჩსაცხი მესვა.

  • „მირჩევნია, არც ერთი კიდური არ მქონდეს და ლენო მყავდეს... ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა რის ფასად?“ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის შესახებ

ვიღაცამ დაწერა: „ისე ყვება, თითქოს მეზობლის ბავში მოკვდა და არა - მაგის, რა ეტყობაო, რომ...“ ჰო, ასეთი ადამიანებიც იქნებიან, „ტუჩსაცხი რომ წაისვაო“. რაღაც ასეთი კომენტარები იყო. ასეთ ადამიანებს, რა ვიცი, რა... ვცდილობ, რომ აღარ ვიყო ნაწყენი. რა თქმა უნდა, უარი იყო წესის აგებაზეც.“