„დაღლილი კანის სინდრომი“ თანამედროვე ცხოვრების წესის თანმდევი პრობლემაა, რომელსაც სტრესი, ეკრანთან დიდი დროის გატარება, გადატვირთული გრაფიკი, დეჰიდრატაცია ან უძილობა იწვევს. ხანდახან კი, როდესაც ჩამოთვლილთაგან ყველაფერს ვაწესრიგებთ და სასურველი შედეგი მაინც არ დგება, ეს იმას ნიშნავს, რომ კანის მოვლის რუტინის შეცვლის დროა.
თავდაპირველად განვმარტოთ, რეალურად რას ნიშნავს „დაღლილი კანი“: ეს არის კომპლექსური მდგომარეობა, რომელიც მოიცავს:
ჯანსაღი კანის შენარჩუნებისა და დაბერების პროცესის შენელებისთვის ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აქტიური ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება, მეორე მხრივ კი - თავის მოვლის რუტინა, განსაკუთრებით კი მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება. ხანდახან კი ერთი შეხედვით სრულყოფილი რუტინა, რომელიც აქამდე ყოველთვის ამართლებდა, თითქოს ვეღარ გვაძლევს სასურველ შედეგს და ასობით პროდუქტს შორის ვიწყებთ აღმოჩენების გაკეთებას. ამ პროცესში კი, ბევრმა ახალმა აქტიურმა ინგრედიენტმა კანის ბარიერი კიდევ უფრო დაგვიზიანოს და სარგებლის ნაცვლად, ზიანი მოგვაყენოს.
სწორედ ამიტომ, სანამ კანის მოვლის რუტინის გადახალისებას დავიწყებთ, თავდაპირველად უნდა დავაკვირდეთ სიმპტომებს და შემდეგ შევარჩიოთ პროდუქტები. როგორც წესი, „დაღლილ“ და ზედაპირულად გამომშრალ კანს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:
რაა უნდა შევცვალოთ კანის მოვლის რუტინაში, რათა კანს ელასტიკურობა და სიჯანსაღე დავუბრუნოთ?
თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი პროდუქტის ერთდროულად გამოყენება საუკეთესო შედეგს არ ნიშნავს. მთავარია არა რაოდენობა, არამედ სწორად შერჩეული აქტიური ინგრედიენტი და პროდუქტი.
თავდაპირველად, რეკომენდებულია აქცენტი გავაკეთოთ დამცავი ბარიერის აღდგენაზე და არა ამქერცლავ საშუალებებზე, რაც კიდევ უფრო აშრობს და ინფექციებისა და წვრილი ხაზებისკენ მიდრეკილს ხდის კანს. ამისათვის კი შეგვიძლია კანის მოვლის ფრანგულ ფილოსოფიას მივყვეთ ამ მარტივი, რუტინით, რომელსაც პრემიუმ ხარისხის დერმატოლოგიური ბრენდი „ესტედერმი“/Esthederm გვთავაზობს:
„ესტედერმის“ მაკიაჟის მოსაცილებელი რძე შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. მაკიაჟს აშორებს კანის ბარიერის დაზიანებისა და გამოშრობის გარეშე, ანიჭებს მას კომფორტის შეგრძნებას. რაც მთავარია, სრულყოფილად აშორებს მაკიაჟს, მტვერსა და ცხიმს.
დაიტანეთ რძე კოსმეტიკური ბამბის დისკებზე და ნაზი მოძრაობით მოიშორეთ მაკიაჟი სახეზე და ყელზე. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ბამბის დისკების გარეშეც. აღსანიშნავია, რომ რძე საჭიროებს ჩამობანას.

„ესტედერმის“ OSMOCLEAN მიცელარული გამწმენდი ზეთი შედგება უნიკალური ფორმულისგან, რომელიც იცავს კანს გაღიზიანებისა და გამოშრობისგან, ამავდროულად კი საფუძვლიანად ასუფთავებს მას. პროდუქტი აერთიანებს მაკიაჟის მოსაშორებელ მიცელარულ წყალს, ამინომჟავებსა და ეთერზეთებს, რაც უზრუნველყოფს ორმაგ წმენდას, კანის ბარიერის დაცვით.
ზეთი იდეალურია წყალგაუმტარი მაკიაჟის, ჭუჭყის, ცხიმის, მზისგან დამცავის საშუალებების მოსაშორებლად. გამოიყენება თვალისა და ტუჩის ზონებზეც. დაიტანეთ პროდუქტი კანზე, მსუბუქად დაიმასაჟეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

„ესტედერმის“ კანის მოვლის ხაზი ჰიალურონის მჟავას ინტენსიური შემცველობით სწორედ ის ფორმულაა, რაც „დაღლილ კანს“ გამოაცოცხლებს.
ბრენდმა შექმნა უნიკალური პატენტი INTENSIF HYALURONIC® - რომელიც წარმოადგენს 3 განსხვავებული ზომის ჰიალურონის მჟავას მოლეკულას. განსხვავებული ზომა და ფორმა მოლეკულებს საშუალებას აძლევს მას შეაღწიოს კანის ღრმა ფენებში და უზრუნველყოს უჯრედების წყლით მომარაგება. შედეგად კანი ხანგრძლივი დროით დატენიანებულია და ახალგაზრდულად გამოიყურება.
შრატი თვალის კრემის მსგავსად, გაჯერებულია განსხვავებული ზომის ჰიალურონის მჟავას მოლეკულებით, ღრმად აღწევს კანის ფენებში და ხანგრძლივი დროით ატენიანებს მას. ხსნის დაჭიმულობასა და სიმშრალეს, უბრუნებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას.
პროდუქტი დაიტანეთ ოდნავ ტენიან კანზე, დაელოდეთ მის ნაწილობრივ შეწოვას და ბოლო საფეხურად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
„ესტედერმის“ ეს უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და INTENSIF HYALURONIC®-ის ხაზის სხვა პროდუქტებთან ერთად იძლევა სწრაფ და იდეალურ შედეგს. ჰიალურონის მჟავით გაჯერებული კრემი აკავებს წყალს უჯრედებში და უზრუნველყოფს მათ დატენიანებას ხანგრძლივი დროით.
დაღლილი კანის გამოსაცოცხლებლად და რუტინის გადასახალისებლად მიჰყევით ბმულს და აღმოაჩინეთ „ესტედერმის“ პრემიუმ ხაზის კანის მოვლის საშუალებები.
R