ტატიანა კვეკვესკირს სოციალურ ქსელში უკვე არაერთი წელია, უამრავი ადამიანი იცნობს. ის თარჯიმან-რეფერენტი, ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ცხოვრების რამდენიმე წელი სწორედ მათ აღზრდას მიუძღვნა, აქტიურ პროფესიულ საქმიანობას კი მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა.
ტატიანა ბევრს მოგზაურობდა, სწორედ ეს გახდა შთაგონება იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნებულს თავადაც ეცადა განსხვავებული, მრავალფეროვანი კერძების მომზადება "გურული ბიჭებისთვის", შვილებისთვის - მის ვიდეოებში ხშირად მოისმენთ, რომ სხვადასხვა სადილსა თუ დესერტს სწორედ მათთვის ამზადებს.
პანდემიის პერიოდში, როცა ადამიანების ყოველდღიურობა მთლიანად შეიცვალა, ტატიანამ ეს ჰობი - კულინარია - უფრო სერიოზულ საქმედ აქცია, შექმნა საკუთარი ბლოგი და ვიდეოების გაზიარება სწორედ იქ დაიწყო. მალევე კი ათასობით, მოგვიანებით ათი ათასობით მიმდევარი გაუჩნდა და მისი რეცეპტები ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს.
უამრავ საინტერესო, განსხვავებულ და არაორდინალურ რეცეპტს შორის, განსაკუთრებულია კეტჩუპის რეცეპტი, რომელმაც მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.
და რადგან ახლა სწორედ ზამთრის მარაგებზე ზრუნვისთვის საუკეთესო დროა, ჩვენც გიზიარებთ ტატიანა კვეკვესკირის რეცეპტს კეტჩუპისთვის:
ტატიანა კვეკვესკირის კეტჩუპის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- პომიდორი: 10 კგ.
- ბულგარული წიწაკა: 2 კგ.
- ხახვი: 1.5 კგ.
- მარილი: 5 სუფრის კოვზი;
- შაქარი: 5 სუფრის კოვზი;
- ხმელი ქინძი: 2 სუფრის კოვზი;
- ხმელი ნიორი: 2 სუფრის კოვზი;
- წითელი წიწაკა: 1 სუფრის კოვზი;
- ვაშლის ძმარი: 5 სუფრის კოვზი;
მომზადების წესი:
- ბოსტნეულის მომზადება: დაჭერით პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ხახვი. მოათავსეთ დიდ ქვაბში და მოხარშეთ დარბილებამდე.
- დაბლენდერება და გადაწურვა: მოხარშული მასა გაატარეთ ან დაბლენდერეთ, შემდეგ კი გადაწურეთ საცერში, რათა მასამ მიიღოს ერთგვაროვანი, გლუვი ტექსტურა კანიან-თესლიანად დარჩენილი ნაწილაკების გარეშე.
- სანელებლების დამატება: მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი, შაქარი, ხმელი ქინძი, ხმელი ნიორი და წითელი წიწაკა.
- წამოდუღება: დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ სასურველი სისქის მიღებამდე.
დუღილის დასასრულს დაუმატეთ ვაშლის ძმარი, ამოურიეთ, წამოადუღეთ კიდევ 2-3 წუთი და ცხელ-ცხელი გადაანაწილეთ სტერილიზებულ ქილებში. სოუსი გამოდის საოცრად არომატული, ნატურალური და უგემრიელესი, რაც მას ზამთრის მარაგის შეუცვლელ ნაწილად აქცევს.