Nike-ის აუთლეტ მაღაზია თბილისში ავთენტური კოლექციებითა და განსაკუთრებული ფასებით - Marao

Nike-ის აუთლეტ მაღაზია თბილისში ავთენტური კოლექციებითა და განსაკუთრებული ფასებით

2026-09-18 17:15:05+04:00

თბილისთან ახლოს, E60 ავტომაგისტრალთან მდებარე „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ კავკასიის რეგიონში პირველი ამ ტიპის სავაჭრო სივრცეა. თბილისის ცენტრიდან აქ მისვლას დაახლოებით 25 წუთი სჭირდება, საერთაშორისო აეროპორტიდან კი - რამდენიმე წუთი.

ამ სივრცეში 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზიაა, მათ შორის, Nike-ის აუთლეტიც, სადაც ბრენდის ორიგინალი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აუთლეტურ ფასად იყიდება.

რა არის წარმოდგენილი Nike-ის აუთლეტ მაღაზიაში?

Nike-ის აუთლეტ მაღაზიაში სპორტული ფეხსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანია. ასორტიმენტი სირბილისთვის, ვარჯიშისა და ყოველდღიური სტილისთვის განკუთვნილ მოდელებს მოიცავს, მათ შორის Air Force, Air Max და Dunk.  

ფეხსაცმლის გარდა, მაღაზიაში მაისურების, მოკლე შარვლების, ლეგინსების, ჰუდების, ჩანთების, კეპებისა და წინდების შერჩევაც შეიძლება. მაღაზიას საბავშვო განყოფილებაც აქვს, ამიტომ სასურველი ნივთების პოვნა ერთ სივრცეში როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვისაა შესაძლებელი. 

რატომ არის აუთლეტში ფასები უფრო დაბალი?

აუთლეტის ასორტიმენტი წინა სეზონების კოლექციებისა და სპეციალურად აუთლეტებისთვის განკუთვნილი ნივთებისგან შედგება. ახალი კოლექციის გამოსვლის შემდეგ ადრინდელი მოდელები აუთლეტ მაღაზიებში გადადის და მთელი წლის განმავლობაში შედარებით დაბალ ფასად იყიდება. 

ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით, ნივთების ღირებულება მინიმუმ 30%-ით ნაკლებია, სპეციალური შეთავაზებების პერიოდში კი სხვაობა 70%-საც აღწევს. ხელმისაწვდომი ფასი პროდუქციის დაბალ ხარისხს არ უკავშირდება: ნივთები ორიგინალია და Nike-ის სტანდარტებს შეესაბამება. 

Nike-თან ერთად, „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ სხვა სპორტული ბრენდების მაღაზიებიცაა, მათ შორის Adidas-ისა და Puma-ს. კლასიკური და ყოველდღიური სამოსის შერჩევას კი მომხმარებლები Calvin Klein-ისა და Zadig&Voltaire-ის მაღაზიებში შეძლებენ.

ბრენდების სრული ჩამონათვალი, მიმდინარე შეთავაზებები, სამუშაო საათები და ვიზიტთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

R