“ბიბლუსში“ Pearson English Tests for the Georgian National Exam-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო - რაოდენობა შეზღუდულია - Marao

“ბიბლუსში“ Pearson English Tests for the Georgian National Exam-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო - რაოდენობა შეზღუდულია

2026-09-18 17:48:30+04:00

“ბიბლუსში“ Pearson English Tests for the Georgian National Exam-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. გაყიდული წიგნების ჩაბარება ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება. ამავე პერიოდში გამოცემა „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებშიც გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა რაოდენობა შეზღუდულია და ტესტების კრებულის გარეშე რომ არ დარჩეთ, შეგიძლიათ ონლაინ, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში შეიძინოთ.

საგამოცდო კრებული Pearson English Tests for the Georgian National Exam მოიცავს 9 სრულფასოვან საცდელ ტესტს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება გაეცნონ ეროვნული გამოცდის ფორმატს, განივითარონ ინგლისური ენის აუცილებელი უნარები და მიიღონ რეალურ გამოცდასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული გამოცდილება.

კრებული იდეალურია როგორც დამოუკიდებელი მომზადებისთვის, ასევე მასწავლებლების, რეპეტიტორებისა და რეპეტიტორიუმის ჯგუფებისთვის. ის უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ საგამოცდო მომზადებასა და გამოცდის ტიპის დავალებებზე პრაქტიკულ მუშაობას.

გამოცემა შექმნილია Pearson-ისა და English Book Education-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

English Book Education-ის  წარმომადგენელი შორენა ხეცურიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს სკოლები Pearson-ის ყველა შემოთავაზებას ფეხდაფეხ მიჰყვებიან, რაც ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

Pearson წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს საგანმანათლებლო გამომცემლობასა და ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის სასწავლო ლიტერატურას, ციფრულ პლატფორმებსა და საგამოცდო მასალებს ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის. ბრენდის წიგნები ცნობილია აკადემიური სიზუსტით, ინოვაციური მიდგომებითა და გლობალური სტანდარტების შესაბამისობით.

R