"შეიძლება ზოგმა მშობელმა გამაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ არ მგონია, 21-ე საუკუნეში ეს ვინმეს გაუკვირდეს..." - "სუხიშვილების" მოცეკვავის, ანა ქორიძის ინტერვიუ დედობასა და საკუთარ გამოცდილებაზე - Marao

"შეიძლება ზოგმა მშობელმა გამაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ არ მგონია, 21-ე საუკუნეში ეს ვინმეს გაუკვირდეს..." - "სუხიშვილების" მოცეკვავის, ანა ქორიძის ინტერვიუ დედობასა და საკუთარ გამოცდილებაზე

2026-09-21 14:52:31+04:00

თინანო ბუჩუაძის საავტორო რუბრიკის მორიგი სტუმარი „სუხიშვილების“ მოცეკვავე - ანა ქორიძეა. გადაცემაში ანამ საკუთარი დედობის გამოცდილებაზე, პირველსა და მეორე შვილს შორის არსებულ ემოციურ განსხვავებებსა და იმ ოჯახურ, მხიარულ ისტორიებზე ისაუბრა, რომლებიც ახალშობილის აღზრდას ახლავს თან.

ana-koridze

ანა ქორიძის ინტერვიუ

- განსხვავება რა არის პირველსა და მეორე შვილს შორის ემოციების მხრივ?

- პირველი შვილის დროს შენ თვითონ უფრო ემოციურად ხარ, ბევრი რამ არ იცი და აბსოლუტურად ყველაფერზე ნერვიულობ. ალბათ, ძალიან აფორიაქებული და აღელვებული ხარ. მეორე შვილზე კი უკვე იცი, ეს ყველაფერი გავლილი გაქვს, გამოცდილება გიგროვდება... შესაბამისად, ეს დაგროვილი გამოცდილება ძალიან ბევრ რამეში გეხმარება და გამოგადგება.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე დედა გახდა - ბრწყინვალე კარიერა, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრების ახალი ეტაპი

- რას ურჩევდი მომავალ დედიკოებს?

- მომავალ დედებს ვურჩევდი, რომ უბრალოდ მიიღონ სიამოვნება. ბავშვი დიდი სიამოვნებაა და ამ პროცესით უნდა ისიამოვნონ. სტრესი და სირთულეები, რა თქმა უნდა, არის - პოსტსამშობიარო პერიოდი საკმაოდ რთულია, მაგრამ რაც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებ ბავშვის გაზრდისგან, მით უფრო მშვიდად და მშვიდად იქნები შენც.

ana-koridze

- გაიხსენე რაიმე სახალისო ისტორია, რასაც ვერც წარმოიდგენდი, მაგრამ დაგემართა...

- შეიძლება ზოგმა მშობელმა გამაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ არ მგონია, 21-ე საუკუნეში ეს ვინმეს გაუკვირდეს... მოკლედ, გვყავს ძაღლი - ტედი, რომელიც ძალიან ცელქია. მაშო რაც დაიბადა, ალბათ 10 საწოვარა მაინც მოიპარა და შეჭამა. ხან სად დაათრევს, ხან სად აგდებს, ზოგით თავისთვის თამაშობს...

  • "სუხიშვილების" ყველა დროის 5 გამორჩეული მოცეკვავე

ერთ დღესაც, მაშო ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ახალი გაჩენილია. მეც, ბუნებრივია, დაღლილი ვარ, უძილობისგან რეჟიმი არ მაქვს და კარგად ვერც ვაზროვნებ. ბავშვმა გაიღვიძა, ავიღე საწოვარა და ვცდილობ პირში ჩავუდო. ის კი არ იდებს, მეჩხუბება, მეჩხუბება, მეჩხუბება... დავხედე და...