Wildberries-მა საქართველოში შენაძენის ეტაპობრივად გადახდის შესაძლებლობა აამოქმედა - Marao

Wildberries-მა საქართველოში შენაძენის ეტაპობრივად გადახდის შესაძლებლობა აამოქმედა

2026-09-23 10:30:30+04:00

საქართველოში Wildberries-ის მარკეტფლეისის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი შენაძენის რამდენიმე ეტაპად გადახდის სერვისი. ახალი შესაძლებლობა მყიდველს საშუალებას აძლევს, მიიღოს პროდუქტი და მისი საფასური ორ ნაწილად გაყოს. 

სერვისი შოპინგს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მოსახერხებელს ხდის. ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, აღარ გადადონ სასურველი პროდუქტის შეძენა სრული თანხის შეგროვებამდე და ხარჯები სურვილისამებრ გადაანაწილონ. სერვისი პლატფორმის მომხმარებელთა უმეტესობისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 

სერვისით სარგებლობისთვის შეკვეთის გაფორმებისას მყიდველმა გადახდის მეთოდებში უნდა აირჩიოს „ეტაპობრივად“.

თანხის პირველი ნაწილის გადახდა ხორციელდება შეკვეთისას ან პროდუქტის მიღებისას, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა 45 დღის განმავლობაში, ნებისმიერ მოსახერხებელ დროს არის შესაძლებელი.

ეტაპობრივი გადახდისას შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს შეადგენს. სერვისით სარგებლობისთვის დამატებითი საფასური ან რაიმე სახის საკომისიო არ არსებობს.  პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს ნივთის საფასურის თანხაც სრულად უკან უბრუნდება. 

აღსანიშნავია, რომ Wildberries-მა ცოტა ხნის წინ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ექსპრეს-მიწოდების სერვისიც აამოქმედა. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი მიწოდების ორსაათიანი ინტერვალი.

ამჟამად, საქართველოში უკვე ფუნქციონირებს შეკვეთების გაცემის 100-მდე პუნქტი. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას, რომლებიც ცალკეულ კატეგორიებში 80%-ს აღწევს.

R