დიდი კირას მშვენიერი გაგრძელება: გაიცანით კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი - ცნობილი ოჯახი და წარმატების გზა საფრანგეთში - Marao

დიდი კირას მშვენიერი გაგრძელება: გაიცანით კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი - ცნობილი ოჯახი და წარმატების გზა საფრანგეთში

2026-09-23 14:12:38+04:00

ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში ცოტაა ისეთი ფიგურა, რომლის სახელიც დახვეწილობის, არისტოკრატიზმისა და შეუდარებელი ქალური მშვენიერების სინონიმად იქცა - სწორედ ასეთია კირა ანდრონიკაშვილი. იგი ათწლეულების განმავლობაში რჩება ქართული ესთეტიკისა და სილამაზის უცვლელ სიმბოლოდ, რომელმაც ეკრანსა თუ ცხოვრებაში განსაკუთრებული, დაუვიწყარი შარმი დატოვა.

  • თაობის სამი გრაცია - სილამაზის ქართული სტანდარტები და ეპოქის უბერებელი ლეგენდები

მისი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება გამორჩეულ საგვარეულოსა და დიდ, ტრადიციულ ოჯახს, სადაც ხელოვნება და სიყვარული ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო. ამ დიდებულმა შთამომავლობამ გააგრძელა გზა მისი ქალიშვილების - ქეთისა და ნინას სახით, რომლებმაც ოჯახის ტრადიციები, გამორჩეული გემოვნება და ნიჭიერება ღირსეულად აირეკლეს. კირა ანდრონიკაშვილის პერსონა მხოლოდ მის კინოროლებს არ უკავშირდება; ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც ეპოქას თავისი შინაგანი და გარეგნული სილამაზით, ოჯახური სითბოთი და უბადლო ელეგანტურობით წარუშლელი კვალი დაამჩნია. 

კირა ანდრონიკაშვილის გზა - მშვენიერი კირა ყანჩაველი 

კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილებს, ნინასა და ქეთის საზოგადოება კარგად იცნობს - განსაკუთრებით კი ნინას, რომელიც სატელევიზიო გადაცემებსა თუ სიუჟეტებში ხშირად ჩნდება მშვენიერ დედასთან ერთად. 

kira-andronikashvili-shvilebi

ნინა კალანდაძე პროფესიით კინომცოდნეა - თუმცა კამერების წინ პროფესიულ ამპლუაში ხშირად არ ჩნდება, ის მაყურებელმა უფრო მეტად დედის გვერდით, ოჯახურ გარემოში გაიცნო. 

ნინა კალანდაძის ქალიშვილს, ლიკა ევგენიძეს საზოგადოება ასევე კარგად იცნობს - ლიკა ნინა კალანდაძეს მუსიკოს დათო ევგენიძესთან ქორწინებაში შეეძინა. მეორე მეუღლესთან ქორწინებაში კი მას შეეძინა კირა ყანჩაველი, რომელზეც დღეს მოგვიყვებით. 

  • „შენ სადღაც დაფრინავო, მეუბნებიან და კარგია თუ დავფრინავ..." - მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი 80 წლისაა!

ცოტა ხნის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში უმცროსი კირა მოექცა - კირა ყანჩაველი, რომელიც ბებიას არამხოლოდ სახელით, არამედ გარეგნობითაც ძალიან ჰგავს. კირამ წელს სკოლა დაამთავრა და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - სასწავლებლად საფრანგეთში გაემგზავრა. 

nina-kalandadze

ამ განსაკუთრებული ეტაპის შესახებ ჟურნალმა "სითი" მოგვიყვა, რომელსაც კირა მეგობართან, მაშო ხუროძესთან ერთად სტუმრობდა. კირა ყანჩაველმა არჩევანი   EDHEC Business School-ზე გააკეთა, ის განათლებას საფრანგეთში ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით მიიღებს.

მაშო ხუროძე ასე ხედავს თავისი მეგობრის მომავალს საფრანგეთში:

„როდესაც კირას საფრანგეთში წარმომიდგენია, თვალწინ მიდგას გოგო თავისი ოქროსფერი თმითა და იმ განსაკუთრებული ღიმილით, რომელიც თითქოს ყველგან მზის სხივივით მიაქვს. მგონია, რომ პირველივე დღეებიდან მის გარშემო ადამიანები გაჩნდებიან. უკვე ვხედავ კიდეც, როგორ უმზადებს ახალ მეგობრებს ორცხობილებს ან ათასგვარ ტკბილეულს. ყველას ეკითხება, როგორ არიან და ცდილობს, თავი უცხოდ არავის აგრძნობინოს. თან ძალიან მიზანდასახულია. როცა საკუთარ თავს რაღაცას დაუსახავს, ბოლომდე მიჰყვება და არ ჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამიტომ, მგონია, რომ საფრანგეთში ის მხოლოდ ახალ გარემოს კი არ მოერგება, არამედ იქაურ ადამიანებსაც რაღაცას დაუტოვებს.“

kira

ფოტო: დავით ჭალაძე/Chalo Photography - ჟურნალი "სითი"

კირა ყანჩაველის შესახებ მეტი წაიკითხეთ ჟურნალში "სითი"