Vogue World 2026: Milano-მ იტალიის მოდის დედაქალაქი ნამდვილ სანახაობად აქცია. ღონისძიება მილანის ისტორიულ გალერია ვიტორიო ემანუელე II-ში გაიმართა და მოდის, ხელოვნებისა და იტალიური ოსტატობის განსაკუთრებულ დღესასწაულად იქცა.
წლევანდელი Vogue World-ის მთავარი იდეა იყო ტრადიციისა და მემკვიდრეობის შენარჩუნება, ინოვაციების განვითარება და მომავლის შექმნა. შოუს ფარგლებში მაყურებელმა არაერთი სპეციალურად შექმნილი სამოსი და მოულოდნელი პოდიუმური გამოჩენა იხილა, ხოლო სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო.
წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს ჯენიფერ ლოპესმა, დაკოტა ჯონსონმა და ჰანტერ შაფერმა. თითოეულმა მათგანმა მილანისთვის შესაფერისი, გამორჩეული სტილი წარმოადგინა.
განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ჯენიფერ ლოპესის შავმა, ფართო ქვედაბოლოიანმა Dolce & Gabbana-ს კაბამ. მომღერალმა ამავე კაბით, წითელ ხალიჩაზე გამოჩენიდან მალევე, პოდიუმზეც გაიარა.
იტალიური მოდის სახლების მიმართ მიძღვნილ საღამოს ბუნებრივია, მათი ნამუშევრებიც განსაკუთრებულად გამოიკვეთა. ჰანტერ შაფერმა Prada-ს თანამედროვე, ორ-ნაწილიანი ლუქი აირჩია, ხოლო დაკოტა ჯონსონი შავ, გამჭვირვალე Valentino-ს ანსამბლში გამოჩნდა.