„სენა ავტო ჯგუფი“- ავტომწარმოებელი კომპანია Chery-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში — მომხმარებელს სთავაზობს ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოდელს, Chery Tiggo 7 4x4-ს. სრული ამძრავის (4x4) სისტემის მქონე ეს ავტომობილი სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისთვისაც პირველ ადგილზე დგას მგზავრთა უსაფრთხოება, კომფორტი და ნებისმიერ გზაზე თავდაჯერებული გადაადგილება.

Chery Tiggo 7 4x4 იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის: ტევადი სალონი, უახლესი უსაფრთხოების სისტემები, ინოვაციური ტექნოლოგიები და 4x4 სისტემა უზრუნველყოფს, რომ თქვენმა ოჯახმა იმოგზაუროს მშვიდად და უსაფრთხოდ — როგორც ქალაქის პირობებში, ისე უგზოობასა თუ რთულ კლიმატურ გარემოში.

კომპანიის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით „სენა ავტო ჯგუფი“ იწყებს სპეციალურ აქციას! სამგზავრო თავგადასავლების კიდევ უფრო სასიამოვნო დასაწყისისთვის, Chery Tiggo 7 4x4-ის შეძენისას მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:

კომპანიის მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები და სრულფასოვანი მომსახურება. 2025 წლის ბოლოდან დღემდე უკვე გაიყიდა 100-მდე ავტომობილი, რაც ახალი ბრენდისთვის მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.
„სენა ავტო ჯგუფის“ ძირითადი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხისა და ოპტიმალური ღირებულების ავტომობილები სრული ქარხნული გარანტიითა და ავტორიზებული სერვისით. Chery Tiggo 7 4x4-ზე ვრცელდება მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტები: შიდა განვადება, ფინანსური და საოპერაციო ლიზინგი პარტნიორ ბანკებთან ერთად, ასევე Trade-in პროგრამა, რაც საშუალებას გაძლევთ, ძველი ავტომობილი ახალი, თანამედროვე კროსოვერით ჩაანაცვლოთ.

იმისათვის, რომ პირადად დარწმუნდეთ ავტომობილის კომფორტში, მართვადობასა და უსაფრთხოებაში, „სენა ავტო ჯგუფი“ გეპატიჟებათ ტესტ-დრაივზე თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს. ეწვიეთ Chery-ის ოფიციალურ შოურუმს, გამოსცადეთ ავტომობილი საყვარელ ადამიანებთან ერთად და გახადეთ თქვენი ყოველდღიური მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cherygeorgia.com — ან დაგვიკავშირდით: 032 255 57 57 / 577 21 15 15.
R