ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ხშირი დაბანისა თუ ზღვის წყლისგან თმა შრება და უხეშდება. აგვისტო-სექტემბრის გარდამავალ პერიოდში ბევრი ჩვენგანი ამჩნევს, როგორ კარგავს თმა ელასტიკურობას, ხდება უფრო მტვრევადი ან გაფუებისკენ მიდრეკილი, კარგავს მოცულობას და ერთადერთ გამოსავლად შეჭრა მიგვაჩნია ხოლმე.
ერთი მხრივ, ზაფხულში მზის სხივები და ზღვის მარილი შლის თმის დამცავ ლიპიდურ შრეს, აზიანებს კერატინს და აცლის ბუნებრივ ტენიანობას, მეორე მხრივ კი შემოდგომაზე ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრი ცვლილება კიდევ უფრო აშრობს თმას.

როგორ მოვუაროთ თმას პროფესიონალურად სახლში ისე, რომ დაიბრუნოს ბზინვარება, გახდეს უფრო მორჩილი და გლუვი?
იტალიური ბრენდის, Fanola-ს თმის მოვლის პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე განვიხილოთ, რა პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდებული დაზიანებული თმისთვის. ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია სალონური ხარისხითა და ეფექტიანობით, რაც მას თმის მოვლის ენთუზიასტების ერთ-ერთ რჩეულად აქცევს. Fanola-ს აღმდგენი ხაზები იდეალური საშუალებაა გაუხეშებული და გამომშრალი თმის მოვლისთვის.
სეზონური თმის მოვლის რუტინა Fanola-ს გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის 4 პროდუქტით:

გამომშრალ და დასუსტებულ თმას სწორი წმენდა სჭირდება, სკალპის და ღერების დატენიანების ფუნქციით. Fanola-ს აღმდგენი შამპუნი ავსებს თმის ღერს დაკარგული ელემენტებით და ამავდროულად, საფუძვლიანად წმენდს კანს.
შამპუნი გამდიდრებულია ცილებით, რომელიც ღრმად აღწევს ღერის სტრუქტურაში, არბილებს მას, მატებს ელასტიკურობას და იცავს ბოლოებს გაყოფისგან.
კონდიციონერი იდეალურად კვებავს გამომშრალ ბოლოებს და ატენიანებს თმას დამძიმების გარეშე. შედეგად, თმა ხდება უფრო მტკიცე, დამყოლი და რბილი.
კონდიციონერი იდეალურია აფუებისკენ მიდრეკილი თმისთვის.

თმის გამოსაცოცხლებლად კონდიციონერის ნაცვლად კვირაში რამდენჯერმე რეკომენდებულია აღმდგენი ნიღბის გამოყენება.
Fanola-ს ნიღაბი განკუთვნილია სპეციალურად მტვრევადი და დაზიანებული თმისთვის, კვებავს და ასტიმულირებს ღერებს, გაცხიმიანების გარეშე. ფორმულა გამდიდრებულია კაკაოს თესლის კარაქით, რაც თმის სიგლუვესა და ბზინვარებას უზრუნველყოფს.
ნიღაბი ხელს უშლის თმის გაუხეშებასა და აფუებას.

Fanola-ს თხევადი კრისტალის შრატი განკუთვნილია როგორც მშრალი და გაუხეშებული, ასევე ქიმიურად დამუშავებული თმისთვის.
შრატი გაჯერებულია მკვებავი სელის თესლის ზეთისა და ალოე ვერას ნაზავით, ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში, ატენიანებს მას და ანიჭებს სიგლუვეს, სირბილესა და სიჯანსაღეს. A, B, E და C ვიტამინების კომპლექსი თქვენს თმას გამოაცოცხლებს და დაუბრუნებს ზაფხულის შემდეგ დაკარგულ ბზინვარებას.
შრატის გამოყენება რეკომენდებულია როგორც სველ, ასევე მშრალ თმაზე.
Fanola-ს პროდუქტები საქართველოში წარმოდგენილია PSP-ს ქსელში. დაზიანებული თმის ხაზის მოვლის საშუალებების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
R