ქართველი წყვილის ქორწილი რომში, რომელმაც იტალიური ზღაპარი გააცოცხლა: კადრები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია - Marao

ქართველი წყვილის ქორწილი რომში, რომელმაც იტალიური ზღაპარი გააცოცხლა: კადრები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია

2026-09-28 14:31:08+04:00

შემოდგომა ქორწილების სეზონადაც შეიძლება ჩაითვალოს - ამ პერიოდში ბევრი წყვილი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს. რომანტიკული ცერემონიები, ულამაზესი კაბები, გამორჩეული ლოკაციები და საზეიმო წვეულებები ამ სეზონს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. სწორედ ამ დღეებში გაიმართა ქართველი წყვილის, ნიკა ნაცვლიშვილისა და ნათია ხმიადაშვილის, ქორწილიც.

  • 3-დღიანი ზეიმი და კაბა, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის: ქორწილი, რომელიც VOGUE-ს ფურცლებზე მოხვდა 

ქართული ქორწილი იტალიაში

იტალიის დედაქალაქ რომში ქართველი წყვილისთვის განსაკუთრებული დღე დადგა - ცნობილმა ბიზნესმენმა ნიკა ნაცვლიშვილმა თავის რჩეულზე, ულამაზეს ნათია ხმიადაშვილზე იქორწინა.

წყვილმა ქორწილისთვის რომი აირჩია, სადაც მათთვის განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული ორდღიანი ზეიმი გაიმართა. სადღესასწაულო გარემოს მთელი ორი დღის განმავლობაში იტალიური მუსიკა ქმნიდა, რომელმაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

nika-natsvlishvili

ქორწილის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი პატარძლის ლუქები იყო. ნათია ხმიადაშვილმა სადღესასწაულო დღეების განმავლობაში კაბა რამდენჯერმე გამოიცვალა და თითოეულ მათგანში განსხვავებული, დახვეწილი სტილით გამოჩნდა.

  • სიყვარული, რომელიც სიზმარს ჰგავს: ქორწილი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა - თეო კალანდაძისა და ჯიმი ჩხეიძის ჯადოსნური დღესასწაული 

წვეულებას ნიკა და ნათია ნაცვლიშვილების ოჯახის წევრები, მეგობრები და არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ მოდელები თაკო ნაცვლიშვილი და ქეთი ჟღენტი, რომლებმაც ქორწილის განსაკუთრებული დღე წყვილთან ერთად გაიზიარეს.

nika-natsvlishvili

რომში გამართული ქორწილი ელეგანტურობით, იტალიური ატმოსფეროთი და სადღესასწაულო დეტალებით გამოირჩეოდა. წყვილის განსაკუთრებული დღე სტუმრებმა სოციალურ ქსელებში გაზიარებული ფოტოებითა და ვიდეოებითაც გააცოცხლეს.

nika-natsvlishvili