Beauty of Joseon-ის ყველაზე ფართო არჩევანი ექსკლუზიურად PSP-ში - აღმოაჩინე კანის მოვლის კორეული ფილოსოფია - Marao

Beauty of Joseon-ის ყველაზე ფართო არჩევანი ექსკლუზიურად PSP-ში - აღმოაჩინე კანის მოვლის კორეული ფილოსოფია

2026-09-28 12:59:47+04:00

კორეული კოსმეტიკის (K-Beauty)-ის გლობალური ბრენდი Beauty of Joseon („ბიუთი ოფ ჯოსონ“) საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა PSP-ს ქსელში, სადაც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ბრენდის აღიარებული მზისგან დამცავი ფორმულები, სახის შრატები თუ თვალის პაჩები ხელმისაწვდომია როგორც PSP-ს აფთიაქებში, ასევე ონლაინ, სრულყოფილი ანოტაციითა და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასით.

კორეული კოსმეტიკის ფენომენი და Beauty of Joseon-ის მსოფლიო აღიარება

კანის მოვლის კორეული ინდუსტრია უკვე წლებია, გლობალურ მოვლენად იქცა. ამ წარმატებას კი ინოვაცია და მეცნიერება უდევს საფუძვლად. K-Beauty დაფუძნებულია პრევენციაზე, ჯანმრთელობასა და კანის ბარიერის დაცვაზე.

კორეული ბრენდები, მათ შორის, „ბიუთი ოფ ჯოსონ“ ორიენტირებულია მზისგან დაცვასა და კანის ღრმა დატენიანებაზე და არა არსებული ნაკლოვანებების დაფარვაზე.   კანის მოვლის კორეული ინდუსტრია მუდმივად ნერგავს ინოვაციებს, რომლებიც აერთიანებს ეფექტიანობასა და სასიამოვნო რიტუალებს - თვალის პაჩები, ნაჭრის ნიღბები და სხვა.  ბრენდები იყენებენ ისეთ უნიკალურ ინგრედიენტებს, როგორიცაა: ლოკოკინის მუცინი, ფერმენტირებული ინგრედიენტები და პროპოლისი, რომლებიც აღადგენს კანს და უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას.

Beauty of Joseon სწორად ამ ინოვაციური პროცესების ნაწილია, რომელიც კანის მოვლის კორეულ ტრადიციასა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებს აერთიანებს. ბრენდის ფორმულები გამოირჩევა სიმარტივით, რის გამოც მარტივად თავსებადია კანთან და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ რჩება მისი ერთგული.

ბრენდის ისტორიაში გარდამტეხი პროდუქტი  მზისგან დამცავი კრემი, რადგან ის მალევე იქცა მსოფლიო ბესტსელერად.

ამ პროდუქტმა დაარღვია სტერეოტიპი, რომ მზისგან დამცავი კრემი მძიმე და წებოვანია ან თეთრ კვალს ტოვებს. მისი მსუბუქი, ემულსიის მსგავსი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, არ ამძიმებს კანს და იდეალურია ყოველდღიური მაკიაჟის ბაზად.

კრემის პოპულარობის დამატებითი ფაქტორია ხელმისაწვდომი ფასისა და მაღალი ხარისხის კომბინაცია, რასაც „ბიუთი ოფ ჯოსონი“ არასდროს ღალატობს.

რატომ არის Beauty of Joseon-ის ფორმულები რეალურად ეფექტური?

ბრენდი იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს როგორც ტრადიციულ კორეულ კომპონენტებს (როგორიცაა ჟენშენის წყალი ან ბრინჯის  ექსტრაქტი), ასევე დერმატოლოგიურად აღიარებულ ინგრედიენტებს (როგორიცაა ნიაცინამიდი, ალფა-არბუტინი და პეპტიდები).

რადგან კორეული კანის მოვლის ფილოსოფია მიმართულია კანის დამშვიდებასა და აღდგენაზეა ორიენტირებული, „ბიუთი ოფ ჯოსონის“ პროდუქტების უმეტესი ნაწილი იდეალურად ერგება ნებისმიერი ტიპის კანს, მათ შორის, მგრძნობიარეს, გაღიზიანებულს ან პრობლემურს. ამასთან, პროდუქტების ეფექტიანობა მდგომარეობს მათ კომპლექსურობაშიც - მაგალითად, შრატების ფორმულები იმგვარადაა შედგენილი, რომ  ებრძვის პიგმენტაციასა და ელასტიკურობის შემცირებას ისე, რომ არ იწვევს კანის გამოშრობას, აქერცვლასა და დისკომფორტს.

რეგულარული გამოყენების შედეგად, კანი ხდება უფრო ელასტიკური, დატენიანებული და ნაკლებად მიდრეკილი გამოშრობისკენ.

Beauty of Joseon საქართველოში ექსკლუზიურად, ყველაზე ფართო ასორტიმენტით PSP-ს ქსელშია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ აქ შეიძენთ ბრენდის ორიგინალ პროდუქციას როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ.

Beauty of Joseon-ის კანის მოვლის პროდუქტების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.

R