ქეთი წიქვაძე ცნობილი ხელოვანების ოჯახის წარმომადგენელია - ის მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილია, ხოლო ბებია-ბაბუა საზოგადოებისთვის ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და ლეგენდარული რეჟისორი, გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ფართო საზოგადოებამ ის სწორედ ამ ამპლუით გაიცნო და შეიყვარა - პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მან გამორჩეული და სახასიათო როლი შეასრულა.

პირადი ცხოვრება და ოჯახი
ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა, მას ორი ვაჟი - გიორგი და ილია შეეძინა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ის პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მისი რჩეული რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ნიკა არველაძე იყო.
„მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო.
იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ - არ გვინდოდა, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი ბიჭებისთვის რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა“, - იხსენებდა ქეთი.
„გავხდით ერთი დიდი ოჯახი“
წყვილმა თანაცხოვრება 2024 წლიდან დაიწყო და შვილებთან ერთად საერთო, ბედნიერი სივრცე შექმნა:
„ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს“.ამ ლამაზი სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ მაშინ გაიგო, როცა წყვილის ცხოვრებაში უდიდესი სიხარული შემოიჭრა - ქეთი და ნიკა ვაჟის მშობლები გახდნენ. პატარას ბაბუის პატივსაცემად რეზი დაარქვეს, ასე რომ, არველაძეების ცნობილ ოჯახს კიდევ ერთი პატარა რეზი არველაძე შეემატა.
დღეს ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე სწორედ პატარა რეზის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ.