UNBURNED-ის ლაივ შოუ ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა, სადაც მაყურებელმა სცენაზე საზოგადოებისთვის გამორჩეულად საყვარელი და ცნობილი სახეები იხილა, მათ შორის მაკა ჩიჩუა, ნინო კასრაძე, ნანკა კალატოზიშვილი და სხვა მრავალი ხელოვანი. საღამოს ერთ-ერთ მთავარ და ემოციურ კულმინაციად სოფო ნიჟარაძის გამოჩენა იქცა.
მომღერალმა დები იშხნელების ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიცია "არ დაიჯერებ" ახლებური ჟღერადობით შეასრულა - ნომერმა, თავისი განსაკუთრებული არტისტული მუხტით, მაყურებლის უდიდესი ინტერესი, აღფრთოვანება და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
შემოქმედებითი და საპროდიუსერო გუნდი
UNBURNED არის ჯგუფ ქვემეხისა და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი ექსპერიმენტული მუსიკალური და თეატრალური პროექტი.
მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებაზე პროფესიონალთა მრავალრიცხოვანმა გუნდმა იზრუნა. შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები არიან მაშო გელაშვილი და სანდრო ქერაული. ქორეოგრაფიაზე იმუშავა ნათია ბუნტურმა, ხოლო ვიზუალურ ესთეტიკასა და სამოსზე დიზაინერმა KEBURIA-მ იზრუნა. განათების დიზაინი ჯარა მამალაძეს ეკუთვნის. პროექტის კოორდინაციას ბექა მაისურაძე უძღვებოდა, ხოლო Co-პროდიუსერების ამპლუაში ნინო დარასელი, სანდრო ჯუღელი, სოფიო ებრალიძე და ნათია ღლონტი მოგვევლინნენ.
კამპანიის შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ მაშო გელაშვილი, გურამ მაცხონაშვილი, სანდრო ქერაული და სანდრო ჯუღელი. ვიზუალური ხელოვნების სინთეზი მოიცავდა sikhshire-ის ფოტოგრაფიას, ლევან გაგილაძის 3D გრაფიკულ დიზაინს, სანდრო სიორდიას ქანდაკებასა და კარლო მგალობლიშვილის მოზაიკას. ტექნიკურ გამართულობაზე, სცენასა და ხმის აპარატურაზე ზრუნავდა Geo Sound, ხოლო ხმის ინჟინერია გიორგი ბულბულაშვილმა და გიორგი კოჭლაშვილმა უზრუნველყვეს.