ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი უფროს ქალიშვილთან, ანასტასია ვადაჭკორიასთან ერთად გადაცემა „იმედის დილას“ სტუმრობდა. გადაცემაში დედა-შვილმა ანასტასიას მნიშვნელოვან წარმატებასა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ანასტასია ვადაჭკორიამ WDSF-ის (ცეკვის მსოფლიო ფედერაციის) რეიტინგში, Junior-2 ასაკობრივ კატეგორიაში, ჯაზის მიმართულებით საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.

დედა-შვილის ინტერვიუ
ახალგაზრდა მოცეკვავემ აღნიშნა, რომ ამ აღიარებამ მას უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა.
"როცა გავიგე, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე გავედი - თან ეს მასწავლებელმა მითხრა და ემოციურად განვეწყვე. ამასთან, მივხვდი, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ამ ადგილის მოპოვება რთული არ ყოფილა, მაგრამ მისი შენარჩუნება ბევრად რთულია. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო პასუხისმგებლობის გრძნობა - რომ შრომა არ უნდა შემეწყვიტა.
უკვე მეორე წელია, რაც ჯაზის მიმართულებით ვცეკვავ და ის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ ელემენტებს მოიცავს, მასში სამეჯლისო ცეკვების სტილიც ერია. გარდა ამისა, მე ლათინოამერიკულ ცეკვებზეც დავდივარ და ვიტყოდი, რომ ჯაზი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა.," -ამბობს ანასტასია.
ქეთი ხატიაშვილის თქმით, შვილის მიმართ პროფესიული თვალსაზრისით მომთხოვნია და მიაჩნია, რომ ჯაზი ანასტასიას შინაგან სამყაროსთან ყველაზე ახლოსაა.
"არ ვიცი, მკაცრი ვარ თუ არა, მაგრამ რჩევებს სულ ვაძლევ. პროფესიული მიმართულებით მკაცრი ვარ. ვფიქრობ, რომ ჯაზი ანასტასიასთვის ყველაზე ახლობელია. ამ სტილს როგორც კი შეეხო, თითქოს ყველაფერი დალაგდა - ემოციების თქმაც არ სჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან ხშირად ვაძლევ რჩევებს, სად რა და როგორ ჯობია, და ბევრ შემთხვევაში მეთანხმება. ბავშვობიდან ტანვარჯიშზე დადიოდა, შემდეგ თავი დაანება... რთულია, როდესაც დედაა მწვრთნელი" - ამბობს ქეთი