ქართული წარმოშობის ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი მირანდა შელია, რომელიც უკვე წლებია რუსეთში საქმიანობს და ცხოვრობს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ამჯერად მისი ოჯახური სიხარულის მიზეზი პატარა ლუკას დაბადების დღეა.
მირანდა შელია დაოჯახებულია გრიგორი მამურინზე. წყვილს ერთი საერთო შვილი - ლუკა ჰყავს, რომელიც დღეს იუბილარია.
მოდელმა სოციალურ ქსელში შვილისადმი მიძღვნილი უთბილესი და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას იუბილეს საჯაროდ ულოცავს:
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი ბედნიერება, ჩემი სიყვარული და ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში არსებობს. გისურვებ გაიზარდო ჯანმრთელი, ბედნიერი და კეთილი, მე კი ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. მიყვარდე, მხარს გიჭერდე, გეხვეოდე და ვამაყობდე შენით. შენი დედა“ - წერს მირანდა შელია.




მირანდა შელია ქართული წარმოშობის მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც უკვე არაერთი წელია, რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და მისი სასაუბრო ენაც რუსულია. მისი გამომწერების რაოდენობა 1 მილიონია - მირანდა პოპულარული სახეა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში
მირანდა ამბობდა, რომ ურთიერთობებში აფასებს ერთგულებას და თვლის, რომ ვერასოდეს აპატიებს ღალატს. იგი აღწერს თავის იდეალურ რჩეულს, როგორც კეთილ, მამაც, პატიოსან და მდიდარ ადამიანს.
წარსულში მირანდას უკვე მოუწია პირად ცხოვრებაში სირთულეებთან გამკლავება. პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზე. წყვილმა ჯვარი საქართველოში, სამების ეკლესიაში დაიწერა, მაგრამ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ის დღემდე საიდუმლოდ ინახავს ყოფილ ქმართან განშორების მიზეზებს და ნანობს ადრეულ ქორწინებას, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდობის შეცდომებით ხსნის. წყვილის დაშორების შემდეგ, ჭანტურიამ არჩევანი ნინი გოგიჩაიშვილზე გააკეთა, თუმცა მალე მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი.
მირანდას თქმით, დაშორების შემდგომი პერიოდი მისთვის რთული იყო. იმის გამო, რომ საქართველოში დაშორება რთულ მომენტად ითვლება. ის წუხდა, რომ მშობლებს აწყენინა და ეშინოდა მათთან ამ თემაზე საუბარი. შედეგად შელია დეპრესიაში ჩავარდა, წონაში დაიკლო და დარწმუნებული იყო, რომ მისი სიცოცხლე დასრულდა. მაგრამ გოგონას პრობლემების მოგვარებაში ახლო მეგობარი, ქეთა თოფურია დაეხმარა, რომელიც მხარს უჭერდა.

ცნობილი რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი მირანდას ქეთამ გააცნო. მათი რომანის შესახებ საზოგადოებისთვის 2015 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც სპორტსმენის ნაცნობმა წყვილის ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც წყვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, შელიას პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. 2016 წლის ზაფხულში იგი თავის ცნობილ ბოიფრენდს ახლდა საფრანგეთში გამართულ ევროტურნირზე და მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მედია მისი ყოველი ნაბიჯის დეტალებს აქვეყნებდა და გოგონას მფლანგველობაზე მიუთითებდა.
და მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები შეჯიბრებიდან გამოვარდა, გულშემატკივრები ფეხბურთელს კრიტიკით დაესხნენ თავს და ამავდროულად, შეახსენეს მას საყვარელი ადამიანისთვის ნაყიდი ძვირადღირებული ნივთები. ამ პერიოდში შელია მხარს უჭერდა სპორტსმენს, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დასრულდა.
მოდელმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ დაშორების ინიციატორი ფიოდორი იყო. ამის შემდეგ ყოფილმა შეყვარებულებმა ყველა საერთო ფოტო წაშალეს და უთანხმოების მიზეზების განხილვაზე უარი თქვეს.
2017 წელს მირანდა ვიდეო რგოლში გადაიღეს, სადაც იანა რუსოვსკაიას და მიხეილ ბატურინის საერთო ვაჟი ნიკოლაი მღეროდა. მალე ცნობილი გახდა, რომ მათ შორის რომანი დაიწყო. ჟურნალისტებთან საუბარში შელიამ აღიარა, რომ თავიდან მას მომღერლის თაყვანისმცემლები აწუხებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მოახერხა მათთან შეთანხმება და დაარწმუნა, რომ არ აპირებდა მათი კერპის "მოპარვას". წყვილში ჰარმონია სუფევდა. იანა რუდკოვსკაიამ ასევე იცოდა მათი გრძნობების შესახებ და ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კომენტარი გააკეთა ამ თემაზე.
მან მირანდა აღწერა, როგორც კეთილი და კარგი გოგონა. ტელეწამყვანმა თქვა, რომ მათ შორის ძლიერი კავშირი იყო, მაგრამ მისი სიტყვები არ გამართლდა და ურთიერთობა განშორებით დასრულდა. მოდელმა კვლავ წაშალა ყველა ერთობლივი ფოტო ყოფილ შეყვარებულთან ერთად.
2021 წლის მაისში მირანდამ გამოაცხადა, რომ დაქორწინდა გრიგორი მამურინზე, სკანდალურ ბლოგერზე და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე. ქორწილს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის, ქეთა თოფურია.
ეს სიახლე გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოდელს მანამდე არ გაუზიარებია მომავალ ქმართან ურთიერთობის დეტალები. მალე ცნობილი გახდა, რომ მირანდა მამურინს დაშორდა, მიმი მაშინ ორსულად იყო. მან ისევ წაშალა საერთო ფოტოები.