რა იწვევს სეზონურ თმის ცვენას და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ასეთ დროს? - Marao

რა იწვევს სეზონურ თმის ცვენას და რა პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ასეთ დროს?

2026-10-01 10:55:01+04:00

შემოდგომასა და გაზაფხულზე ბევრ ჩვენგანს თმა უფრო ინტენსიურად სცვივა, ვიდრე მანამდე, რაც ხშირად იწვევს შეშფოთებას და პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა საშუალებით ვცდილობთ, მათ შორის, ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ვიკვლევთ ხოლმე, რაც, რა თქმა უნდა, პერიოდულად უმნიშვნელოვანესია.

თუმცა თუ თმის ცვენა ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობით ან ქიმიური დამუშავებით არ არის გამოწვეული და  სეზონურია, ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ გარემოებებთან, როგორიცაა:

  • ჰორმონალური ცვლილებები - ინტენსიური თმის ცვენა შემოდგომა-ზაფხულის გარდამავალ პერიოდში იწყება და შემდეგ უარესდება. მიზეზი შეიძლება იყოს დღის ხანგრძლივობის შემცირება და მზეზე ნაკლები დროის გატარება, რაც პირდაპირ აისახება  ჰორმონების - მელატონინისა და პროლაქტინის ბალანსზე, რომლებიც თმის ზრდის ციკლს არეგულირებენ. 
  • ზაფხულის სტრესი თმისთვის - ცხელ სეზონზე თმაზე მუდმივად ზემოქმედებს ულტრაიისფერი სხივები, მარილიანი ზღვის წყალი  და აუზის ქლორი. შედეგად, ღერები სუსტდება და მტვრევადი ხდება. ცვენის პროცესი კი მოგვიანებით, უკვე შემოდგომის სეზონიდან იწყება.  

psp                   

  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი  - სეზონების მიჯნაზე იცვლება კვების რაციონიც, ორგანიზმს ხშირად აკლდება ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტები, როგორიცაა D ვიტამინი, რკინასთან და B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. 

tmis-cvena

არსებობს თუ არა სეზონური თმის ცვენის პრევენციის გზები?

მიუხედავად იმისა, რომ სეზონური თმის ცვენა ბუნებრივი ციკლის ნაწილია, მისი ინტენსივობის შემცირება და თმის ფოლიკულების გაძლიერება შესაძლებელია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თმის მოვლის ვერცერთი გარეგანი საშუალება ან პროცედურა 100%-ით ვერ შეაჩერებს პროცესს.

რეკომენდაციები პრევენციისთვის:

  • დაბალანსებული კვება - ზოგადი ჯანმრთელობის და, მათ შორის, ჯანსაღი თმისთვის აუცილებელია ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით (ომეგა 3) მდიდარი საკვები;
  • სკალპის მასაჟი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ფოლიკულებს მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის; 

psp  

  • აგრესიული ქიმიური პროცედურების შეზღუდვა - თმის შეღებვა და განსაკუთრებით, გაღიავება აზიანებს და აშრობს თმის ღერებს, შედეგად იზრდება მათი დაწყვეტისა და ინტენსიური ცვენის ალბათობა;
  • ფენისა და თმის უთოს გამოყენების სიხშირის შეზღუდვა - ცხელი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა წვავს, აშრობს და აზიანებს თმას, რომელიც სეზონური ფაქტორების გამო ისედაც მიდრეკილია ცვენისკენ;

  psp

  • სპეციალიზებული მოვლის საშუალებების გამოყენება  - შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც სკალპის დაცვასა და თმის ძირების გაძლიერებას უზრუნველყოფს. 

რა პროდუქტები გამოვიყენოთ სეზონური თმის ცვენის დროს?

თმის მოვლის საშუალებები დაგვეხმარება კანის ნაზად გასუფთავებასა და თმის ღერების დატენიანებაში, მოამარაგებს მათ ვიტამინებით, რაც გარკვეულწილად შეამცირებს თმის ცვენის პროცესს. 

რეკომენდებულია, შევარჩიოთ სეთი მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავს დერმატოლოგიურად ტესტირებულ მცენარეულ ექსტრაქტებს, ვიტამინებსა და ამინომჟავებს. ასეთი ფორმულები ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ძირებიდან აძლიერებს თმის ღერებს. 

ამ მხრივ, გონივრული არჩევანია თმის მოვლის იტალიური ბრენდის - Echosline-ის საშუალებები, რომლებიც აძლიერებს ღერებს ძირებიდან, ღრმად ატენიანებს მათ და იცავს მტვრევადობისგან. 

psp  

Echosline-ის შამპუნი  გამდიდრებულია  მცენარეული ეთერზეთებით, პიტნის ექსტრაქტითა და კოფეინით. ნაზად ასუფთავებს თმასა და სკალპს, კვებავს და აჯანსაღებს დასუსტებულ ღერებს. 

ინტენსიური გამოყენების შემდეგ მალევე შეამჩნევთ შედეგს - თმა ნაკლებად გამომშრალი და დასუსტებულია, აღარ წყდება და ნაკლებად მიდრეკილია ცვენისკენ. 

R