მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის ჩვენებაზე - მოდელის კიდევ ერთი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე - Marao

მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის ჩვენებაზე - მოდელის კიდევ ერთი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე

2026-10-02 13:31:05+04:00

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Isabel Marant-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინეს. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვიდა, რომელმაც ბრენდის ახალი სეზონის ლუქი მოირგო.

Kim Bekker-ის მიერ შექმნილი კოლექცია პარიზში კალიფორნიულ განწყობასა და ფრანგულ ელეგანტურობას აერთიანებდა. ახალი სეზონის მთავარი აქცენტი ჰაეროვან, მსუბუქ ფენებზე, თავისუფალ სტილსა და მკაფიო, თავდაჯერებულ სილუეტებზე გაკეთდა.

მატილდა გვარლიანის მონაწილეობა კი ჩვენებას განსაკუთრებულ ქართულ აქცენტს სძენს. ქართველი მოდელი ბოლო პერიოდში არაერთი საერთაშორისო მოდის სახლის ჩვენებაზე გამოჩნდა და პარიზის მოდის კვირეულზე მისი გამოსვლაც კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

mathlda-gvarliani

mathlda-gvarliani

  • ქართული სილამაზის ტრიუმფი მილანში: მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი The Attico-ს ჩვენებაზე 

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

matilda-gvarliani

  • გენეტიკური ტყუპი თუ უბრალოდ დამთხვევა? ვინ არის ესპანელი მოდელი, რომელიც საოცრად ჰგავს მატილდა გვარლიანს? 

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.