ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა - სახალისო მონსტრების ამბავი, რომელშიც საკუთარ თავსაც იპოვი - Marao

ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა - სახალისო მონსტრების ამბავი, რომელშიც საკუთარ თავსაც იპოვი

2026-10-05 11:16:30+04:00

ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა  და ამ სტატიაში სახალისო მონსტრების სერიის, Strange Us-ის მაგალითზე გიამბობთ, თუ რატომ არის ასე.

7 მეგობრის შეხვედრა 

ქალაქ პონტაკუში, მივიწყებულ ადგილას, რომელთან მიახლოებასაც ყველა თავს არიდებს, დანგრეული საწარმო მდებარეობს, რომლის უკანაც ასევე მივიწყებული მიწის ნაკვეთია, უფრო სწორად კი, ნახევრად დაჭაობებული ჯართის ნაგავსაყრელი, რომლის ირგვლივაც სამართლიანად დგას მანიშნებლები წარწერით - „შესვლა აკრძალულია“. მართლაც, რომელი სულიერი მოინდომებს თავისი ნებით შესვლას ასეთ მიყრუებულ ადგილზე ან რა უნდა ეგულებოდეს იქ? რომელი და მონსტრი, რომლის ცნობისმოყვარეობაც შიშს სძლევს ხოლმე. 

მონსტრები ამ ადგილს „შტაბს“ ეძახიან. აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც ერთ დროს გამოსადეგი იყო, მაგრამ ახლა აღარავის ახსოვს და სჭირდება. ამიტომაც აქაურობას „მონსტრები“ დაეპატრონნენ და თავიანთი თავშეყრის ადგილად აქციეს.. შვიდივე მონსტრს სწორედ ეს საერთო ჰქონდა, სწორედ ასე მოხვდნენ ყველასგან დავიწყებულ ადგილას და ერთმანეთიც იპოვეს!

7 უჩვეულო მეგობარი და მათი სუპერძალები

გაგაცნობთ  შვიდივე „მონსტრს“, რომელიც რეალურად, სულაც არ არის მონსტრი:

  • დეკა - ყველაფერი მისით დაიწყო. პონტაკუს ამ მივიწყებულ ადგილზე, სადაც ჯართის მეტს ვერაფერს იპოვით, მას შემდეგ მოხვდა, რაც მისი მშობლები დაშორდნენ და ოჯახი ორად გაიყო. მას შემდეგ აქაურობას თითქმის აღარ მოშორებია. არც ძალა ჰქონდა შერჩენილი, ვინმესთვის აეხსნა, რატომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი ჟანგიანი ველოსიპედის ჩარჩო ან გაფუჭებული ჭერის ვენტილატორი. მხოლოდ ის იცოდა, რომ ძველი ნივთებისგან ახლის შექმნა გულზე დაწოლილ სიმძიმეს, თუნდაც ცოტათი უმსუბუქებდა. ურიკას სამი ბალიში მიამაგრა, „დივანი“ დაარქვა და შედეგით კმაყოფილი დარჩა, რატომ? იმიტომ, რომ რატომაც არა?  იმ დღეს, ალბათ დიდი ხნის მერე პირველად გაუხარდა რაღაც.

დეკა ასეთია, შეიძლება მთელი დღე ჯართის გროვასთან უენერგიოდ იჯდეს, მაგრამ, როგორც კი რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენს, იმ წამსვე ისე გამოცოცხლება, იფიქრებ, დენის წყაროს მიუერთესო. 

  • გასი - ორი კვირის განმავლობაში დეკა ამჩნევდა, რომ ღამით რაღაცები იცვლებოდა - მაგალითად, დილით ხრახნები დახარისხებული ხვდებოდა, გაწვიმებამდე ბრეზენტი უფრო მჭიდროდ იყო გადაჭიმული, თუმცა ვერასდროს ხვდებოდა, ვისი ნახელავი იყო ეს. გასს ვერასდროს ვერავინ ამჩნევდა. კლასში ხელს რომ აიწევდა, არ იძახებდნენ ხოლმე, მის იდეებს კი უფრო ხმამაღალი ბავშვების სახელით იმახსოვრებდნენ, ამიტომ ადამიანებს ჯერ შორიდან აკვირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტდა, გამოეჩინა თუ არა მათ მიმართ ნდობა. სწორედ ასეთი დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა, დეკას გასცნობოდა და ასეც მოიქცა. ალბათ დაგაინტერესებთ, რა არის გასის სუპერძალა? - ის, რომ შენ შესაძლოა თვალი ვერ მოჰკრა მას, მაგრამ გასმა ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ამჩნევს. რამდენი ასეთი ადამიანია ჩვენ გარშემო? თითქოს რომ არავინ ამჩნევს მათ არსებობას, მაგრამ რეალურად, სანდო, კეთილშობილი ადამიანები არიან, ისინი, ვისაც მართლა დაეყრდნობი. 
  • ფორსი - კიდევ ერთი „მონსტრი“ სუპერძალით, ის, ვინც სუსტებს დაუფიქრებლად იცავს! ფორსმა შეამჩნია, რომ რამდენიმე უფროსი ბავშვი დეკას თუნუქის ქილებისგან გაკეთებულ ქანდაკებას ქვებს ესროდა. ფორსს არც უფიქრია, მაშინვე წინ გადაუდგა დეკას და ადგილიდან არ დაძრულა! ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად დიდი და ფეთქებადი ხასიათის იყო, თუმცა სწორედ ეს არის მისი სუპერძალა! მეგობრების დასაცავად წამითაც კი არ დაფიქრდება!
  • საგა - ეს იდეებით შეპყრობილი „გიჟმაჟი“ მონსტრია, რომელიც ჩვენ მიერ აღწერილ მიტოვებულ ადგილას მეტად შთამბეჭდავად შემოვიდა - გადმოხტა, პირდაპირ ტალახის გუბეში ჩახტა, თუმცა არაფერი შეიმჩნია, ფეხზე ღიმილით ადგა და მაშინვე დაიძახა - „ეს ალბათ ხმაურიანი ადგილი იქნება!“. იცით რა გაიფიქრეს დანარჩენმა მონსტრებმა, რომელთაც შემდეგ საგა მალევე დაუმეგობრდა? – „აუ ეს ყველაფერს აურევს!“ 

საგასთვის ყოყმანი ნამდვილი საფრთხეა, მოძრაობა, სულ რაღაცის კეთება კი, თუნდაც უმიზნოდ, ყოველთვის უფრო უსაფრთხო. სინამდვილეში ასეთი მოუსვენრობის უკან პატარა ისტორია დგას - რვა წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ გაშეშება ერთადერთი მიუტევებელი მარცხია და ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა. პატარა მონსტრს ძალიან ეშინია იმის, რაც მის მოქმედებამდე დარჩენილ შუალედში შეიძლება მოხდეს და თუ რაიმე იდეა მოუვიდა, მაშინვე განახორციელებს. ამდენი ენერგია და ასეთი აქტიურობა სწორედ რომ სუპერძალაა, არა?!

  • ტიმი - პატარა, მორცხვი მონსტრი, ცოტა ინტროვერტიც... ის მეგობარმა მოიყვანა და მოსულმა კინაღამ მანქანიდან გადმოსვლა გადაიფიქრა. ხელები უკანკალებდა, ეშინოდა, მაგრამ იცით როგორ მოიქცა? - ეს განცდები დაძლია. მისი სუპერძალაა, მუდამ წინ იარო, როგორც არ უნდა გეშინოდეს. 
  • ბობო როდესაც ჩვენს ნაცნობ მონსტრებს შეუერთდა, პირველი ათი წუთი ნამდვილ წარმოდგენას მართავდა, რადგან მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. თუმცა როგორც კი დაინახა ტიმი, რომელიც გაფუჭებული მაცივრის კარის უკან ტიროდა, წამში შეწყვიტა თამაში, ლამაზი ტანსაცმლით ტიმისთან ჩამოჯდა ტალახში და მასთან დარჩა, სანამ არ დაამშვიდა. დანარჩენი მონსტრები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბობოს ბრჭყვიალა გარეგნობის უკან დიდი სიკეთე დგას და მისი სუპერძალაც ეს არის!
  • ემუ დიდი მონსტრია, რომელიც რეალურად, მიტოვებული საწყობის უკან ყველაზე ადრე დასახლდა. ის გუბურასთან ცხოვრობს და მთელი ტერიტორია თავის პირად საკუთრებად მიაჩნია. ის პერიოდულად ემუქრება ერთ მუშტად შეკრულ მონსტრებს - „თქვენს მეგობრობას ბოლოს მოვუღებ!“ და იცით, მერე არაფერს აკეთებს!

გუნდი სწრაფად გაერთიანდება ხოლმე, რომ „დაამარცხოს“ ემუ, რომელიც მალევე ბრუნდება გუბურაში და ბუტბუტებს - „შემდეგ ჯერზე ნახავთ“. რეალურად, მისი არავის ეშინია, ემუსთვის კი ეს თამაში სულაც არ არის, ის თავის ტერიტორიას, თავის სახლს იცავს. სწორედ ამიტომ ბრუნდება თავის ადგილზე, თუნდაც დამარცხებული.

გარდამტეხი მომენტი 

ერთ დღეს ქალაქის მერიამ გამოაცხადა, რომ მივიწყებული ადგილი ბულდოზერით უნდა მოსწორებულიყო. ზუსტად ამ დროს გუბურიდან პირველი ემუ ამოვარდა - ამჯერად გასაფრთხილებლად, რადგან მიწის ამზომველების საუბარი მოესმინა.

შვიდმა მეგობარმა ძალები გააერთიანა: საგამ დაუფიქრებელი გეგმა წამოიწყო, ფორსმა ჭიშკარი გაამაგრა, გასმა ნებართვაში დამალული ხარვეზი შენიშნა, დეკამ შესასვლელი თავიდან ააშენა აშენა, ტიმს ძალიან ეშინოდა, მაგრამ ქალაქის ადმინისტრაციაში სალაპარაკოდ მაინც თვითონ მივიდა, ბობომ ამბავი საჯარო სანახაობად აქცია, ემუმ კი ზუსტად მიუთითა, სად გადის ნაკვეთის საზღვარი. 

მონსტრებმა „შტაბი“ გადაარჩინეს იმის წყალობით, რომ საკუთარი „ნაკლოვანებები“ რეალურ სუპერძალებად აქციეს!

შენი თავი ხომ არ ამოიცანი რომელიმე „მონსტრში?“

ეს გამოგონილი ამბავი უსაყვარლეს და  „საშიშ მონტრებზე“ ჰგავს რეალურ ადამიანურ სამყაროს, სადაც თითოეული ჩვენგანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე თავს განსხვავებულად გრძნობს და ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ სტანდარტებში არ ჯდება. სოციუმი კი ხშირად ცდილობს, ადამიანის თავისებურებები „ნაკლად“ მონათლოს. 

მაგალითად, ჩვენი „მონსტრების“ მაგალითზე: 

  • ზედმეტად ემოციური ხარ? - გეუბნებიან, რომ სუსტი ხარ;
  • ყველაფერს ამჩნევ და დუმხარ? - შეუმჩნეველი რჩები;
  • შიშების მიუხედავად არ ნებდები? - მაინც მშიშარას იარლიყს მოგაკერებენ;
  • ფეთქებადი ხარ? - ზედმეტად ხმაურიანად მიგიჩნევენ;
  • პირადი საზღვრების დაცვას ცდილობ? - არაკეთილგანწყობილად მიაჩნიხართ. 

რეალურად კი, ის, რასაც ჩვენს ნაკლად ან „სუსტ წერტილად“ მივიჩნევთ, სინამდვილეში ჩვენი სუპერძალაა, რომელიც ადამიანად გვაქცევს. როცა მგრძნობიარე ხარ, უფრო ემპათიური ხდები სხვების მიმართ; როცა ფრთხილი ხარ - უფრო გონივრულად იღებ გადაწყვეტილებებს; როცა მებრძოლი სული გაქვს, სხვების დაცვას არ უშინდები!

აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო საკუთარი თავი მკაცრ ჩარჩოებში მოვაქციოთ, რათა კონკრეტულ სტანდარტებს მოვერგოთ. ჩვენ გარშემო ყველას თავისი „ნაკლი“ აქვს, ხოლო ერთ მუშტად შეკვრა, უძლეველ ძალად გვაქცევს. სულაც არ არის იდეალურობა აუცილებელი. 

Strange Us - პატარა მონსტრები თქვენს საყვარელ წიგნის მაღაზიაში გელოდებიან

მონსტრი მეგობრების“ თემატიკა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ბავშვს შეუყვარდა. ახლა ისინი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია ბლოკნოტების, პენლების, სტეპლერების, კალმების და სხვა საკანცელარიო ნივთების სახით, რომლებიც მათ მფლობელებს აუცილებლად შეუქმნის სახალისო განწყობას. 

რომელ „მონსტრთანაც“ არ უნდა ვაიგივებდეთ თავს, მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ „ის, რაც გამოგარჩევს, შენი სუპერძალაა“!

R