მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ექიმ კოტე მათითაშვილის გადაცემის, "კოტკასტის" სტუმარი იყო, სადაც ბუნებრივ სილამაზესა და პლასტიკურ ქირურგიაზე საკუთარი დამოკიდებულება გააზიარა.
"ხშირად მეკითხებიან: „აი, რა გაქვს გაკეთებული?“ რეალურად, ასე არაფერი, მაგრამ 20 წლის ასაკში თვალის თიაქარი მაწუხებდა. მე მაშინ დილის ეთერში ვმუშაობდი და, როგორც პროფესიონალი, დამეთანხმები, რომ ეს პრობლემა არის ცვალებადი: ბევრ სითხეს დალევ, უფრო სივდება; არ დაიძინებ საკმარისად - სივდება; მეტს დაიძინებ - სივდება. შესაბამისად, მივხვდი, რომ რაღაც მჭირდებოდა და თვალის თიაქარი მაქვს გაკეთებული, ნამდვილად, 20 წლის ასაკში.
არანაირი პლასტიკური ქირურგია ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ჯერ. ამ წამს არც ტვინში მაქვს, რომ რამე მინდა, მაგრამ თუ მომინდება, რა ვიცი, იმდენი რამ არსებობს დღევანდელ დღეს. თუმცა მაინც, აი, დაგრძელებული წამწამიც კი არ მომწონს ჩემს თავზე, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. სხვაზე მომწონს... „არ სჭირდებაზე“ არ არის, რაღაცნაირად არ მომწონს. ბოტოქსიც არ მომწონს. ამას რომ ვიძახი, ჩემს მეგობრებს უნდათ ხოლმე, რომ დამახრჩონ: „დაგჭირდება და ნახავ“, მაგრამ არ მომწონს.
რაღაც მცდელობები მქონია პატარ-პატარა, მაგრამ მთავარია, რომ თუნდაც ამ მცდელობებმა იქამდე მიმიყვანა, რომ ვიცი: დღეს მინდა ვიყო ბუნებრივი და შემდეგ, თუ რაღაც ცვლილება მომინდება, ალბათ მოგმართავთ" - ამბობს მანიკა.

მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის საყვარელი სახეა. განსაკუთრებული გარეგნობის, ნიჭისა და აურის ახალგაზრდა მოდელმა წარმატებით მოირგო ტელეწამყვანის ამპლუა და მაყურებელსაც მალე შეაყვარა თავი.
მანიკა ასათიანს ჰყავს მშობლები, და და ძმა. მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და, ანი ასათიანი მედიასთან იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელს სახელი "მანიკა" სწორედ უფროსმა დამ დაარქვა.
მანიკა ასათიანი უკვე 16 წელია, რაც კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, გიორგი წივწივაძე ჰყავს.
"მე 17 წლის ვიყავი, ბექა 21 წლის იყო, როცა დავოჯახდით. ბექამ მნახა "ჯეოსტარზე" და იქიდან მოვეწონე, შემდეგ საერთო ნაცნობი გამონახა და გამიცნო. მან მომხიბლა თავისი საქციელით და დამოკიდებულებებით. დიდად რომანტიკული ადამიანი არ არის, არც მე ვარ რომანტიკული. სიღრმისეული ფასეულობებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ტიპაჟურად რადიკალურად განსხვავებულები ვართ. ბექას ძალიან მამაკაცური თვისებები აქვს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, თავდაჯერებულია, რამაც ძალიან მომხიბლა", - ამბობს მანიკა.

მანიკა ასათიანის კარიერა გასართობ ინდუსტრიაში წამყვანობის ინტერესით დაიწყო. მომხიბვლელობით და პროფესიონალიზმით ცნობილი, ის სწრაფად გახდა ქართული ტელევიზიის ცნობადი სახე. მან ადრეულ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, რამაც საშუალება მისცა შექმნას ერთგული თაყვანისმცემლების ბაზა და გაეძლიერებინა თავისი ადგილი საზოგადოების თვალში.
„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო... არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, - ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.