„სიყვარულის ქალაქი“ ქორწილის შემდეგ - როგორ ატარებენ თაფლობის თვეს პარიზში მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი - Marao

„სიყვარულის ქალაქი“ ქორწილის შემდეგ - როგორ ატარებენ თაფლობის თვეს პარიზში მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი

2026-10-05 14:17:32+04:00

ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება საუბარი მომღერალ მარიამ შენგელიასა და გიორგი მჭედლიშვილის დაოჯახებაზე. წყვილის ქორწილი ნამდვილ ზღაპრულ სანახაობად და წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა.

ღონისძიების მთავარი მშვენება, რა თქმა უნდა, პატარძალი გახლდათ. მარიამ შენგელიას დახვეწილმა, ულამაზესმა მაქმანებიანმა კაბამ თითოეული სტუმრისა თუ სოციალური ქსელის მომხმარებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ელეგანტურმა დიზაინმა და თითოეულმა დეტალმა პატარძლის იმიჯს განსაკუთრებული შარმი შესძინა.

საღამო კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა იმ ფაქტმა, რომ მარიამის მეჯვარე მისი ახლო მეგობარი, მომღერალი ნუცა თოფურია იყო. მუსიკალური საზოგადოების წყალობით, ქორწილი მალევე გადაიზარდა ნამდვილ კონცერტად.

სადღესასწაულო დღეების შემდეგ, ახალდაქორწინებული წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. მარიამმა და გიორგიმ თაფლობის თვის გატარება სიყვარულის ქალაქში, პარიზში გადაწყვიტეს.

მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს გამომწერებს პარიზულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებენ დროს საფრანგეთის დედაქალაქში.

mariam-shengelia

mariam-shengelia

  • მარიამ შენგელიას 5 800$-იანი კაბა და ექსკლუზიური კადრები ქორწილიდან: ცნობილი ბრენდის სამოსი და ჯადოსნური დღესასწაული 

მარიამ შენგელია

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე, კონკურსზე "X ფაქტორი" გამოჩნდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

2025 წელს მარიამ შენგელიამ საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო  ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა. მარიამ შენგელია საკონკურსო სიმღერით Freedom მეორე ნახევარფინალურ შოუზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად წარდგა, თუმცა, ფინალში გადასასვლელად საქართველომ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

  • ეს იყო ნამდვილი რომაული ზღაპარი ვილა მიანიში: ელენე გაგუას დაუვიწყარი ქორწილი იტალიაში 

დღეს მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია და აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ სფეროში საქმიანობას. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მომღერალი ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს და მაყურებელს დილის გადაცემიდან ესალმება.

მარიამი დაოჯახებულია. მისი რჩეული მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.