საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და ეროვნული გუნდის ლიდერი, თორნიკე შენგელია იუბილარია.
სპორტსმენს დაბადების დღე მეუღლემ, სალომე ჯუღელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტითაც მიულოცა:
"სამუდამოდ - ჩემი ერთადერთი. მართლაც საუკეთესო ხარ ყველაფერში და ისე მავსებ, როგორც არასდროს მეგონა, რომ მჭირდებოდა. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო. უსაზღვროდ მიყვარხარ" - წერს სალომე.
წყვილი უკვე 13 წელია დაქორწინებულია. მათ მყარი ოჯახი აქვთ და სამ ვაჟს ერთად ზრდიან.




თორნიკე შენგელია და სალომე ჯუღელი
თორნიკე შენგელიას მეუღლე მოდელი სალომე ჯუღელია. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა და მალევე ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სალომე ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს სალომეს ფოტოები ჟურნალ Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სალომე ფრანგი სტილისტის, ლაურენტ ფილიპონის ვარცხნილობით პოზირებდა.
თორნიკე მომავალ მეუღლეს ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაში შეხვდა და როგორც მოგვიანებით თიკა ალავიძე-ფაჩულიამ გაამხილა, კალათბურთელი მოდელით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და გოგონას შესახებ ყველაფერი მისი დეიდაშვილისგან გაიგო. ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა და მალე იქორწინეს. წყვილს 3 ვაჟი ჰყავს.
"თორნიკე ძალიან ყურადღებიანია, ფანტასტიკური მამაა. ბავშვები გიჟდებიან, ისე უყვართ. როგორც მეუღლე, თბილია და მხიარული. მოედანზე რომ ჩანს, ისეთი სერიოზული არ არის", - ამბობს თორნიკეს მეუღლე.