"ჩემი სიყვარულები 4 წლის გახდნენ" - თინა ბოკუჩავას ტყუპები, დედის ამპლუა და დიდი ოჯახი - Marao

"ჩემი სიყვარულები 4 წლის გახდნენ" - თინა ბოკუჩავას ტყუპები, დედის ამპლუა და დიდი ოჯახი

2026-10-06 14:05:21+04:00

პოლიტიკოსი  თინა ბოკუჩავა სამი ვაჟის - ნიკოს, სანდროსა და ლუკას დედაა. დღეს მის ოჯახში განსაკუთრებული დღეა. თინას ტყუპები, ლუკა და სანდრო 4 წლის გახდნენ.

"ჩემი საყვარლები 4 წლის ხდებიან" - წერს თინა და ოჯახურ ფოტოს ავრცელებს.

tina-bokuchava

  • "მათი დაბადება 3 წლის წინ უფლის უდიდესი საჩუქარი და სასწაული იყო" - თინა ბოკუჩავას ტყუპები და ოჯახური ამბები 

თინა ბოკუჩავას ოჯახი და კარიერა

თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმითის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

  • ბოკუჩავა-იოსელიანის ოჯახი - თინა ბოკუჩავას მდიდარი მემკვიდრეობა, ცნობილი ქმარი და სამი შვილი 

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -  გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

დე­პუ­ტატ­მა ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2023 წლის ზა­ფხულ­ში შე­ავ­სო. ჰყავს მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე იო­სე­ლი­ა­ნი და სამი ვაჟი, ნიკო, სან­დრო და ლუკა.

„ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მას მეუღლესთან ერთად 10 წელია, რაც ვუმკლავდები. არასდროს მქონია მომენტი, როდესაც ჩემს მშობლებს რაიმე პრინციპები დაუთმიათ. ისინი ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ და ამის მადლობელი ვარ“, – ამბობდა თინა ბოკუჩავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას.