ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გამომწერებთან უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა. ამჯერად მან თავის გულშემატკივრებს თავის მოვლის მორიგი საიდუმლო გაუნდო და სახის კანის მოვლის პოპულარული პროცედურის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
მანიკამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მან კანის დატენიანების პროცედურა - „ბუსტერი“ ჩაიტარა
"როგორც ხედავთ, ნანემსარი ძალიან უმნიშვნელოდ მეტყობა. არანაირ მოვლას არ საჭიროებს და საბოლოო ეფექტი აქვს ორ კვირაში.
პროცესის სახელია ბუსტერი. არის მხოლოდ სახის დატენიანება და არ აშუპებს, უბრალოდ აცოცხლებს კანს და წვრილ ნაოჭსაც ებრძვის,' - წერს მანიკა.

რა არის კანის ბუსტერი?
ბუსტერი (Skin Booster) ინექციური კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. მისი მთავარი დანიშნულება კანის ღრმა დატენიანება, ელასტიკურობის აღდგენა და ჯანსაღი ბზინვარების დაბრუნებაა. ფილერებისგან განსხვავებით, ბუსტერი არ ცვლის სახის ფორმასა თუ მოცულობას და არ იწვევს შეშუპებას - ის მოქმედებს კანის ხარისხზე, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და ეფექტურად ებრძვის პირველად, წვრილ ნაოჭებს.
მანიკა ასათიანი
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ექიმ კოტე მათითაშვილის გადაცემის, "კოტკასტის" სტუმრობისას ბუნებრივ სილამაზესა და პლასტიკურ ქირურგიაზე საუბრობდა
"ხშირად მეკითხებიან: „აი, რა გაქვს გაკეთებული?“ რეალურად, ასე არაფერი, მაგრამ 20 წლის ასაკში თვალის თიაქარი მაწუხებდა. მე მაშინ დილის ეთერში ვმუშაობდი და, როგორც პროფესიონალი, დამეთანხმები, რომ ეს პრობლემა არის ცვალებადი: ბევრ სითხეს დალევ, უფრო სივდება; არ დაიძინებ საკმარისად - სივდება; მეტს დაიძინებ - სივდება. შესაბამისად, მივხვდი, რომ რაღაც მჭირდებოდა და თვალის თიაქარი მაქვს გაკეთებული, ნამდვილად, 20 წლის ასაკში.
არანაირი პლასტიკური ქირურგია ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ჯერ. ამ წამს არც ტვინში მაქვს, რომ რამე მინდა, მაგრამ თუ მომინდება, რა ვიცი, იმდენი რამ არსებობს დღევანდელ დღეს. თუმცა მაინც, აი, დაგრძელებული წამწამიც კი არ მომწონს ჩემს თავზე, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. სხვაზე მომწონს... „არ სჭირდებაზე“ არ არის, რაღაცნაირად არ მომწონს. ბოტოქსიც არ მომწონს. ამას რომ ვიძახი, ჩემს მეგობრებს უნდათ ხოლმე, რომ დამახრჩონ: „დაგჭირდება და ნახავ“, მაგრამ არ მომწონს.
რაღაც მცდელობები მქონია პატარ-პატარა, მაგრამ მთავარია, რომ თუნდაც ამ მცდელობებმა იქამდე მიმიყვანა, რომ ვიცი: დღეს მინდა ვიყო ბუნებრივი და შემდეგ, თუ რაღაც ცვლილება მომინდება, ალბათ მოგმართავთ" - ამბობდა მანიკა.