ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა და ინფლუენსერმა, ანანო სახელაშვილმა, სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. მან ღიად და გულწრფელად ისაუბრა საკუთარ წარსულზე, პირველ სამუშაო გამოცდილებასა და იმ გზაზე, რომელიც დღევანდელ წარმატებამდე გაიარა, ასევე იმაზე, თუ როგორ ებრძვის რთულ ემოციურ პერიოდებს.
რას წერს ანანო სახელაშვილი
- სანამ ინფლუენსერი გახდებოდი, რა იყო შენი სამსახური?
- საქართველოში გადმოსვლამდე ჩემი პირველი სამსახურის ანაზღაურება პიცის ერთი ნაჭერი იყო. 15 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემი ბავშვობის დაქალი სადარბაზოებში ფლაერებს ვარიგებდით.
საქართველოში გადმოსვლის შემდეგ პრომო გოგონად დავიწყე მუშაობა. მიუხედავად ენის ბარიერისა, რომლის გამოც მაშინ ძალიან მრცხვენოდა, არ გავჩერებულვარ. პარალელურად საფეხბურთო კლუბშიც ვმუშაობდი ვიდეო ოპერატორად, სადაც ზვიო გავიცანი.
ამავდროულად VICTORIAS SECRET-ის მაღაზიაში კონსულტანტადაც დავიწყე მუშაობა.
ძალიან დატვირთული, მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ბევრი რამ ვისწავლე, გავიზარდე და საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო დავრწმუნდი. ამიტომ დღეს ერთი რამ, შრომის ფასი ზუსტად ვიცი.

- დეპრესიას როგორ უმკლავდები?
ზოგადად დეპრესიული ადამიანი არ ვარ. არა იმიტომ, რომ ცხოვრებაში ისეთი მიზეზები არ მქონია, რომელთა გამოც შეიძლებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდნილიყავი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დიდხანს არ ვაძლევ ამ მდგომარეობაში დარჩენის უფლებას.
რა თქმა უნდა, არის პერიოდები, როცა ძალიან ვიღლები ადამიანებისგან, ურთიერთობებისგან, პასუხისმგებლობებისგან, ზოგჯერ კი უბრალოდ ყველაფრისგან ერთად. ასეთ დროს შეიძლება მომინდეს ყველასგან და ყველაფრისგან დისტანცირება, მარტო დარჩენა და არაფერზე ფიქრი.
მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვს აღებული, ხშირად იმის დროც აღარ გრჩება, რომ საკუთარ ემოციებში დიდხანს ჩაიკარგო. იცი რომ ბევრი რამ შენზეა დამოკიდებული, ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი და ადამიანებიც გელოდებიან. ამიტომ როგორი მძიმე დღეც არ უნდა გქონდეს, რაღაც მომენტში მაინც საკუთარ თავს ძალას ატან და აგრძელებ
