„დავიკელი 97 კილო და ახლა პლასტიკური ოპერაციების პროცესს გავდივარ“ - მარიამ ბოლქვაძე წონის კლებაზე - Marao

„დავიკელი 97 კილო და ახლა პლასტიკური ოპერაციების პროცესს გავდივარ“ - მარიამ ბოლქვაძე წონის კლებაზე

2026-10-08 10:39:29+04:00

სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერი მარიამ ბოლქვაძე გამომწერებს წონის კლების შთამბეჭდავ შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს აქტიურად უზიარებს. ამჯერად მან ყურადღება იმ პლასტიკურ ჩარევებზე გაამახვილა, რომლებიც დიდი რაოდენობით წონის დაკლების შემდეგ გახდა საჭირო.

"რაც უფრო დრო გადის, ზედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკის ნაწიბური ფერმკრთალდება. საერთოდ არაფერი არ ეტყობა.

ადამიანებს, რომლებიც ახლა მიერთდებით, კიდევ ერთხელ გეტყვით და ბევრჯერ განვმეორდები: დავიკელი 97 კილო და ახლა პლასტიკური ოპერაციების პროცესს გავდივარ. ამხელა წონას რომ დაიკლებ, მერე უკვე სხვა კომპლექსები იწყება - „ვაიმე, ხელი ასე მაქვს“, „ეს ჩამოწეული მაქვს“, „ფეხი ცუდად მაქვს“... მე ამ პროცესში ვარ. ახლა მუცლის აბდომინოპლასტიკა დამრჩა გასაკეთებელი. შეიძლება ვიზუალურად არ ეტყობა, მაგრამ ძალიან არაესთეტიკურად მაქვს და ამ პროცესსაც აუცილებლად გაჩვენებთ" - ამბობს მარიამი.

მარიამ-ბოლკვადზე

  • 13-შვილიან ოჯახში გაზრდილი მარიამ ბოლქვაძე: "132 კილოგრამი გავთხოვდი, დაკლების შემდეგ ქმარმა მიმატოვა...“ 

მარიამ ბოლქვაძის წონის კლება

მარიამი წლები ებრძოდა ჭარბ წონას, ბოლოს კი ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

"ყო­ველ­თვის მომ­წონ­და ჩემი თავი, ის პუტ­კუ­ნა მა­რი­ა­მიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც არას­დროს შემ­ქმნია. მქონ­და ჩემი საქ­მე, შე­მო­სა­ვა­ლი, მყავ­და სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბი და წონა დი­დად არ მა­წუ­ხებ­და, ვი­ტან­დი ამ ყვე­ლა­ფერს, სა­ნამ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი არ დად­გა...

ჩემი ოპე­რა­ცი­ის მი­ზე­ზი და მთა­ვა­რი ბიძ­გი ჩემი შვი­ლე­ბი გახ­დნენ. მახ­სოვს, ერთხელ გა­სარ­თობ ცენ­ტრში ვი­ყა­ვი ტა­ი­სი­ას­თან ერ­თად და მთხო­ვა, ბა­ტუტ­ზე მეხ­ტუ­ნა­ვა. ვუ­თხა­რი: "დე­დი­კო, ვერ ვიხ­ტუ­ნა­ვებ, ჩა­ვამ­ტვრევ-მეთ­ქი“. მან კი ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მი­თხრა: "არა, დე­დი­კო, მა­შას დათ­ვი მულ­ტფილმში რომ ხტუ­ნა­ობს, არ ან­გრევ­სო“ (ბავ­შვმა უნებ­ლი­ედ დათ­ვად აღ­მიქ­ვა)... ამ სი­ტყვებ­მა გული მო­მიკ­ლა და პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რე­ა­ლუ­რად ჩემი წონა. ტა­ი­სი­ას ამ სიყ­ვა­რულ­მა ამა­ტი­რა და შევ­პირ­დი, რომ მო­მა­ვალ წელს მას­თან ერ­თად ვიხ­ტუ­ნა­ვებ­დი ბა­ტუტ­ზე.

ღვთის წყა­ლო­ბით, ეს ოც­ნე­ბა ავუს­რუ­ლე - ჩემ­მა მად­ლი­ან­მა მე­გო­ბარ­მა ხელი მომ­კი­და და ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ვფიქ­რობ­დი: "სად ვი­ყა­ვი აქამ­დე?!“ ჯამ­ში 97 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი და წონა 155 კი­ლო­დან ჩა­მო­ვი­და," - ამბობდა მარიამი