"ის თაიგული ყოველთვის დაკავებულია ერთი გოგოსთვის" - 26 წლის, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ამბავი ტატო გრიგალაშვილზე - Marao

"ის თაიგული ყოველთვის დაკავებულია ერთი გოგოსთვის" - 26 წლის, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ამბავი ტატო გრიგალაშვილზე

2026-10-08 10:51:59+04:00

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრისთვის მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი უპირატესობა, ფინალში ტურნირის მასპინძელი, აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.

ტატოს ბაქოს ტატამიზე ტრიუმფს განსაკუთრებული ემოცია შესძინა მისმა ოჯახმა, რომელიც დარბაზიდან აქტიურად გულშემატკივრობდა. გამარჯვებისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, La Gazzetta Georgia-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც სპორტსმენმა მეუღლეზე მოკლე კომენტარი გააკეთა

„ის თაიგული ყოველთვის დაკავებულია ჩემი მეუღლისთვის,“ - აღნიშნა ტატომ გამარჯვების შემდეგ.

ტატო გრიგალაშვილის მეუღლე თაკო გოგოლაძეა. წყვილს ორმხრივი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე ოჯახი აქვს და ორ შვილს, ემანუელსა და ალექსანდრას ზრდის.

tato-grigalashvili

  • ულამაზესი ოჯახი, შვლები და მეუღლე, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარია: ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია 

ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილის სახელი და გვარი ქართული სპორტის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია. 

ტატო გრიგალაშვილი 1999 წლის 1 დეკემბერს, ხაშურში დაიბადა. 2018 წლის სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ნეაპოლის საზაფხულო უნივერსიადაზე. 2019 წლის სექტემბერში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.2020 წელს მან დიუსელდორფის დიდი სლემის ტურნირი მოიგო, როდესაც ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. 2020 წლის ნოემბერში გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2020 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში კონტინენტის ჩემპიონი გახდა, როდესაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა. 

2023 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.

ტატო გრიგალიშვილის მეუღლე თაკო გოგოლაძეა. წყვილს 2 შვილი, ემანუელი და ალექსანდრა ჰყავს.

  • "წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე გახდა" - როგორი იყო გზა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენმა ამ ტიტულამდე გაიარა 

tato-grigalashvili

ტატომ და თაკომ 2020 წელს იქორწინეს. მათი ჯვრისწერის კადრები თაკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა, უცებ დავიწერე ჯვარი ადიდასის სპორტულებში. 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა" - წერდა თაკო.

belive-თან ინტერვიუში ტატომ საკუუთარ ოჯახზე ისაუბრა, თქვა, რომ მეუღლე არის მისი მთავარი მოტივატორი.

"შეჯიბრზე, რომ გავდივარ, უფრო ძლიერი ვარ, ალბათ ზალას ჩემს უკან მდგომი ოჯახი მაძლევს. ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის, რომ ბრძოლობ ბევრად ძლიერი ხარ, აი ამაშიც მეხმარება ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე არის ყველაფრის წყარო. ის არის დასაწყისიც და დასასრულიც.  მინდა ჩემი პატარა რომ გაიზრდება ამაყი იყოს მამამისით" - ამბობს ტატო.