"როგორ ახერხებს ამდენს 23 წლის ბიჭი, მართლა არ ვიცი" - მომღერალი ანანო სამხარაძე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი: ახალი ცხოვრება და პირველი შვილი - Marao

"როგორ ახერხებს ამდენს 23 წლის ბიჭი, მართლა არ ვიცი" - მომღერალი ანანო სამხარაძე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი: ახალი ცხოვრება და პირველი შვილი

2026-10-08 13:53:48+04:00

მომღერალი ანანო სამხარაძე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. როგორ უმკლავდებიან მშობლის ამპლუას, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და როგორი გოგონაა პატარა მაშო – ამ ყველაფერზე ანანო მოგვიყვება.

anano-samkharadze

ანანო სამხარაძის ინტერიუ

- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქალისთვის ორსულობა და დედობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რასაც სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. ახლა სრულიად ახალ რეალობაში ვცხოვრობ – მხოლოდ მაშოსთვის. ის ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისზეც უნდა ვიფიქრო და ვიზრუნო.

  • „ყველა ინატრებდა ისეთ მხარდაჭერას, როგორიც მას აქვს!“ - ქართველი ჩემპიონისა და მისი მეუღლის ემოციური კადრები 

საკუთარი თავიც კი უკანა პლანზე გადავწიე და ბოლომდე მას მივუძღვენი თავი.

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც პატარა დაიბადა?

– რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ამ პატარა ციცქნამ იმდენი რამ შეძლო, რომ ვერც წარმოვიდგენდი. არა მხოლოდ ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ცხოვრებაც ძალიან შეცვალა – სულ მაშოზე ვართ გადართული. მოგეხსენებათ, ჩემს მეუღლეს მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საპასუხისმგებლო ასპარეზობა ელოდება და ცდილობს, დრო ვარჯიშსა და ბავშვს შორის გადაანაწილოს.

  • ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი დაქორწინდა - ცნობილი მეუღლე და ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები

ჯერ ცოტა არეულები ვართ, მაგრამ აუცილებლად დავლაგდებით. მთავარია, მაშო იყოს კარგად.

– ამბობენ, რომ დედობისთვის ვერცერთ ასაკში ვერ მოემზადები. როგორი იყო შენი მოლოდინები და როგორ უმკლავდები ამ ამპლუას?

– არ მეშინოდა, თავიდან შედარებით მარტივიც მეგონა. თუმცა, გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. რომ ტირის, ორმაგად განვიცდი, ვფიქრობ, რა აწუხებს... დროსთან ერთად, ნელ-ნელა ყველაფერს სწავლობ, მაგრამ საწყის ეტაპზე ჰორმონებიც მოქმედებს და ყველაფერს უფრო ემოციურად უდგები.

– მაშო როგორი გოგონაა?

– ძალიან კარგი გოგონაა. თავის სახელზე უკვე რეაგირებს და გვიცინის. მისი გაღიმება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდება. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ: როგორც არ უნდა დაიღალო, ერთს რომ გაგიღიმებს, ყველაფერი გავიწყდებაო.

– როგორი მამა აღმოჩნდა? მით უმეტეს, რომ კარიერის გამო ასეთი დაკავებულია...

– მეც მიკვირს, როგორ უმკლავდება ყველაფერს ერთად. არც ჩვენ გვაკლებს ყურადღებას და არც ვარჯიშს ცდება. როგორ ახერხებს ამდენს 23 წლის ბიჭი, მართლა არ ვიცი. იდეალური მამაა, იდეალური მეუღლე და ადამიანი. ბევრ ქალს აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და ხშირად ვამბობ ხოლმე, ეს პრობლემა რომ არ მქონია, სწორედ ჩემი მეუღლის დამსახურებაა – ის ყოველთვის გვერდით მიდგას.

წაიკითხე სრულად