"56 წლის ვარ, არ ვმალავ ასაკს, თუმცა წლების მატება ძალიან მაშინებს.." - რუსა მორჩილაძის განვლილი გზა და ამბავი წლების მატებაზე - Marao

"56 წლის ვარ, არ ვმალავ ასაკს, თუმცა წლების მატება ძალიან მაშინებს.." - რუსა მორჩილაძის განვლილი გზა და ამბავი წლების მატებაზე

2026-10-08 14:04:33+04:00

რუსა მორჩილაძე საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპოზიტორი და ბევრი ჩვენი საყვარელი ჰიტის ავტორი არაერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი იყო, უამრავ კონკურსანტს მოუსმინა და ბევრ ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს მისცა სტიმული. ამბობს, რომ ქართველებს მუსიკალურობა და კარგად მღერა გენში გვაქვს, მაგრამ დღეს მომღერლების უმეტესობას ინდივიდუალიზმი აკლია. დიდი ხანი რუსა „ხელოვნების ლაბორატორიის“ გახსნაზეც ფიქრობდა და წელს, ეს დიდი ხნის ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა.

rusa-morchiladze

რუსა მორჩილაძის ინტერვიუ

- ცხოვრებაში კარგი სიახლე ყველას უყვარს და როგორ შეიძლება, არ გახარებდეს, მაგრამ ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ ხარ, არ გეხალისება და სიახლეებისთვის არ გცალია. თუ მოვა განწყობა და პლანეტებიც ხელს შეგიწყობს, შეუდგები ახალი სასიკეთო საქმის კეთებას და მარტო შენთვის კი არა, ხალხისთვისაც. ეს რასაკვირველია, მეც დიდი სიხარულს მანიჭებს.

  • "ვერ გაექცევი, დროებით შეიძლება დაიმალო, მაგრამ მერე საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გაგანადგურებს" - ნინო კასრაძე სირთულის გადალახვაზე

ზოგადად, რაც წლები გავიდა, რაც უფრო დავხელოვნდი, მით უფრო მეტ რისკს ვხედავ და მით მეტად ფრთხილად ვუდგები პედაგოგიურ მოღვაწეობას.

– წლების მატება თუ გაშინებს?

– 56 წლის ვარ, არ ვმალავ ასაკს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, წლების მატება ძალიან მაშინებს, ეს ჩემი ერთ-ერთი ფობიაა. შანაგანად ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, თუმცა პირადობაში რომ ჩავიხედავ, ვხვდები, ცხოვრების დიდი ნაწილი გავიარე. ამ განვლილმა წლებმა სიდინჯე მომცა. ჩემს ახალგაზრდობას რომ გადავავლებ თვალს, ასეთი არ ვიყავი. დავდინჯდი, დავმშვიდდი და განვლილმა წლებმა მასწავლა, რომ ჯობია იყო მიმტევებელი, დარჩე ადამიანად და სხვა არ გააღიზიანო. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, რომ ბევრი არ ვიყო, ყელში არ ამოუვიდეთ ადამიანებს ჩემი ნახვა, ჩემი ყურება და დავიცვა ეს ზომიერება.

  • „სამი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ  მაია, ტელევიზია, შენ აღარ დაგიძახებს“ - მაია ასათიანის გულახდილი ინტერვიუ

ბევრჯერ უთქვამთ, ეს ნიჭი ღმერთმა იმიტომ არ მოგცა, სახლში იჯდე პიჟამაში და ოცდაოთხი საათი სულ ნერვებზე იყო. ღმერთმა ეს ნიჭი იმიტომ მოგცა, ამ ქვეყანას უნდა გამოადგეო. და, დავიწყე ახლა ამ კარმის ასრულება. ახლა იმ ეტაპზე ვარ, მე რაც ვიცი, რა გამოცდილებაც ამ წლებში დამიგროვდა, მინდა, სხვებს გადავცე, არ მინდა, შევინახო. მოკლედ, განვლილმა წლებმა, ზომიერება მასწავლა. ამ წლების განმავლობაში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მოვიდა და წავიდა, ბევრჯერ მეტკინა გული, ხან – ძალიან, ხან – არც ისე. მეტს არაფერს ვიტყვი.

წაიკითხეთ სრულად