"არასდროს მიოცნებია მრავალშვილიან დედობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე დედისერთა ვარ" - თამთა ჭელიძე განვლილ გზასა და ოჯახზე - Marao

"არასდროს მიოცნებია მრავალშვილიან დედობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე დედისერთა ვარ" - თამთა ჭელიძე განვლილ გზასა და ოჯახზე

2026-10-08 14:25:38+04:00

მომღერალი თამთა ჭელიძე, ძირითადად, მშვიდი და გაწონასწორებულია, თუმცა ზოგჯერ ხასიათის ცვალებადობაც ახასიათებს და ამის გამო, როგორც თავად ამბობს, პროფესიულ საქმიანობაში არაერთი შანსი გაუშვა ხელიდან. წელს საქმეების გამო ზაფხულში დასვენება ვერ მოასწრო, თუმცა ენერგიის ნაკლებობას არ უჩივის და ახალ სეზონზე ჩვეული შემართებით შეუდგება საქმიანობას.

tamta-chelidze

თამთა ჭელიძის ინტერვიუ

– იყო შანსი, რომელიც დიდხანს ფიქრის გამო ხელიდან გაგიშვია?

– კი, იყო ასეთი მომენტი, როცა ჩემს პროფესიაში მქონდა შანსი, ბევრი ვიფიქრე გადამედგა თუ არა ნაბიჯი და ეს შანსი, ამდენ ფიქრში, ხელიდან გავუშვი.

  • "დღეს ჩემ  გვერდით არის ადამიანი და ვგრძნობ, რომ მას ვუყვარვარ" - თამთა ჭელიძის ხმაურიანი განქორწინება, ერთი შვილი და წარმატებული კარიერა 

ზოგადად, დიდხანს ფიქრი არ მიყვარს და არ მჩვევია, თუმცა ხშირად მეცვლება ხასიათი და ხან კის ვამბობ, ხან არას და საბოლოო ჯამში, ამდენ კი და არაში შანსი ხელიდან მიდის.

– ხშირად გამიგია, ვინც დედისერთაა, მრავალშვილიან დედობაზე ოცნებობს...

– არასდროს მიოცნებია მრავალშვილიან დედობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე დედისერთა ვარ. ახლა დავფიქრდი, ყველაფერი გავაკეთე, რომ შვილი მყოლოდა და ალბათ, ამ მთავარი მისიით მოვედი დედამიწაზე, რომ ასეთი შვილი გამეზარდა და ბედნიერი დედა ვყოფილიყავი. ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გავიარე და უკან რომ ვიხედები, თავად მიკვირს, ასე სწრაფად როგორ გაიარა დრომ და როგორ შევძელი ამდენის გაკეთება.

  • "ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რატომ ატირდა თამთა ჭელიძე ეთერში და რას ამბობს ჯაბა კილაძესთან განქორწინების შემდეგ დეპრესიულ პერიოდზე?

მეგონა, სუსტი ვიყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ძლიერი ვარ. იმდენი წინაღობა და ბარიერი გადავლახე, იმდენჯერ დავვარდი და წამოვდექი... ამას ძალა ხომ სჭირდება? ეს ყველაფერი გადალახულია და ახლა სიმშვიდის ეტაპი მიდგას, თუმცა საქმის კუთხით ვერ ვისვენებ, ბევრი რამის მოსწრება და გაკეთება მინდა, შემოქმედებითი კუთხით.

წაიკითხეთ სრულად