ოლგა ბაბლუანი ოჯახზე, მშობლებსა და ბავშვობის ზღაპრულ წლებზე - "ძირითადად მაინც „თემურლენდში“ ვცხოვრობდით" - Marao

ოლგა ბაბლუანი ოჯახზე, მშობლებსა და ბავშვობის ზღაპრულ წლებზე - "ძირითადად მაინც „თემურლენდში“ ვცხოვრობდით"

2026-10-12 16:07:02+04:00

ოლგა ბაბლუანმა ეკა ნიჟარაძის გადაცემა „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას საკუთარი ოჯახი, მშობლები და ის ღირებულებები გაიხსენა, რომლებმაც მისი პიროვნება ჩამოაყალიბეს.

„როდესაც ხელოვანის ოჯახში იზრდები, სადაც მამა ხელოვანია, დედა კი - მსახიობი, მთელი შენი ბავშვობა და ცხოვრება კინო და მუსიკაა. ჩვენთან ცალკე, პატარა ავტონომია იყო: დედა, მამა და ოთხი ბავშვი - მზე, მთვარე და პურის ყანა. ასე ერთად ვიზრდებოდით.

ძირითადად მაინც „თემურლენდში“ ვცხოვრობდით. მამა სვანური გაგების კაცი იყო, ხოლო ოჯახი - დიდი ღირებულებებითა და ტრადიციებით სავსე. ძირითადად მისი ცხოვრებით ვცხოვრობდით, იმით, რასაც ის აკეთებდა. იქ ყველაფერი ერთად კეთდებოდა, „მამის ცალკე მუშაობის“ მომენტი არ არსებობდა. ჩვენ, ბავშვები, ამით ვსუნთქავდით და არც გვეგონა, თუ სხვა ცხოვრებაც არსებობდა - ყველა თემურის კინოს გარშემო ვიყავით.

10 წლამდე მეგონა, რომ მთელი ქალაქი მამაჩემისა იყო. დაცულობის რამხელა შეგრძნებაა, როცა მართლა ბავშვი ხარ! თან მას ყველა იცნობდა, ყველა ესალმებოდა, ჩვენც ყველა გვეფერებოდა და ეს გარემო მაშინ ზღაპრული იყო. იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და ის პატარა ზღაპარს ჰგავდა.

თემური დაახლოებით ისეთი იყო, როგორსაც ყველა ხედავდა - რასაც აკეთებს, ის იძახის მის სათქმელს. ძალიან თბილი და კეთილშობილი ადამიანია. აქვს ძალიან მყარი და მკაცრი ხასიათი, თუმცა, ვინც იცნობს, იცის, რომ ბავშვურად კეთილია.

დედა საოცრად თავისუფალი იყო და მასშტაბური აზროვნება ჰქონდა. ის ქალაქშიც იმდენად ბუნებრივად იყო ინტეგრირებული, რომ ეს ჩვენთვისაც ბუნებრივი გახდა. მისი ხასიათი შევითვისეთ. ჩვენთვის მთავარი იყო, თავისუფალი დამოკიდებულება ჩამოგვყალიბებოდა," - ამბობს ოლგა ბაბლუანი

 babluani

  • ოლგა ბაბლუანის უახლესი ინტერვიუ: ამბავი ოჯახზე, მშობლებსა და შვილებზე, გავლილ გზაზე - "ცხოვრების რაღაც მომენტში მსახიობობა არ მაინტერესებდა და მივხვდი, რომ განვითარება მჭირდებოდა" 

ვინ არის ოლგა ბაბლუანი

ცნობილი ქართველი კინორეჟისორის თემურ ბაბლუანის შვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. ოლგა მათ შორის ყველაზე უფროსია. მსახიობი და ჟურნალისტი დიდ დროს ატარებს თბილისში, ამბობს, რომ მისთვის თბილისი სახლია.

მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. რამდენიმე წლის წინ კი ჰქონდა საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“,  სადაც უფრო მეტად კულტურასა და სოციალურ საკითხებზე საინტერესო სტუმრებთან ერთად მსჯელობდა. 

ოლგა პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ქორწინება რამდენიმე თვეში დასრულდა და პირველი ქორწინებიდან ლიკუნა ბაბლუანი ჰყავს. შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, თუმცა ოლგა პირადზე არასოდეს საუბრობს. მეორე ქორწინებიდან კი ნასტასია ლეგრანს ზრდის.

olga-babluani

  • სვანური სილამაზე: თემურ ბაბლუანის შვილიშვილის გამოჩენა "შანელის" ჩვენებაზე 

ნასტასია ლეგრანი 20 წლისაა, თუმცა უკვე მოახერხა სამოდელო სფეროში საკუთარი სიტყვის თქმა და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ის, მატილდა გვარლიანის კვალდაკვალ, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომლის კარიერული მიღწევებითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ. 

ნასტასია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს, იქ სწავლობს და საქმიანობს, თუმცა დედასთან და დასთან ერთად ხშირად სტუმრობს საქართველოსაც. მისი დედა, ოლგა ბაბლუანი ამბობდა, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ: 

„ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემს შვი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჰქონ­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბა და არ და­კარ­გონ. ახლა სამი კვი­რით ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში წა­სუ­ლი და რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, ისე მეჩ­ქა­რე­ბო­და ჩა­მოს­ვლა, რომ ერთი სული მქონ­და, რო­დის ჩავ­ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­ში და ოთხ სა­ათ­ში თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი შვი­ლე­ბის უფ­როა პა­რი­ზი, ნამ­დვი­ლი ფრან­გე­ბი არი­ან.

შვი­ლებ­თან ურთიერთობაში მინ­და ლი­მი­ტი და­ვიც­ვა, არა­ფე­რი გა­მო­მე­პა­როს, თან მინ­და ვმე­გობ­რობ­დე. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის გო­გო­ნე­ბი არი­ან. ორი­ვე მგავს, პა­ტა­რა (ნასტასია) უფრო უკონ­ტრო­ლოა, მაგ­რამ იმას ასა­კიც აქვს ისე­თი. პა­ტა­რა იმ­დე­ნად მგავს, ვფიქ­რობ ხოლ­მე, ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს რო­გორ და­ვე­ლა­პა­რა­კო. ლი­კუ­ნა უფრო ღრმაა... მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას გა­ა­კე­თე­ბენ, მთა­ვა­რია, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი”, - ამბობდა ოლგა ბაბლუანი.