ჯაბა კილაძის ქალიშვილი იუბილარია - რას სწერს ცნობილი ბებია შვილიშვილს - Marao

ცნობილი ოჯახი, ბრწყინვალე სამოდელო კარიერა და ევროპული განათლება: ლიზა კილაძე და მისი წარმატების ამბავი

2026-10-14 10:09:54+04:00

ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მსახიობი, ჯაბა კილაძე, საზოგადოებას დღემდე განსაკუთრებულად უყვარს. მის მიერ სერიალ „შუა ქალაქში“ ოსტატურად შესრულებული როლი წლების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას და მაყურებლის გულში თბილ მოგონებად რჩება.

ცნობილი მსახიობების, ციცინო კობიაშვილისა და თემურ კილაძის ოჯახში გაზრდილი ჯაბა კილაძისთვის ოჯახი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დღეს მსახიობის ქალიშვილს, ლიზა კილაძეს, დაბადების დღე აქვს.

მისალოცი პოსტით გამოეხმაურა შვილიშვილის იუბილეს ბებია, მსახიობი ციცინო კობიაშვილი.

"ჩვენო სიხარულო და ჩვენო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ! ყოველი დღე და წუთი მახსოვს, როგორ ველოდებოდით შენს მოვლინებას ამ ქვეყანაზე… მადლობა უფალს შენი თავი რომ გვაჩუქა ჩვენო უძვირფასესო, ჩემი გული ხარ, ჩემი სინათლე და სიხარულის სათავე, უფალმა დაგილოცოს ხანგრძლივი, ბედნიერებით და წარმატებით სავსე ცხოვრების გზა, მრავალჟამიერ" - წერს ციცინო კობიაშვილი.

liza-kiladze

liza-kiladze

liza-kiladze

  • "ოჯახი ყველა გზით უნდა შეინარჩუნო, რადგან ამაზე დიდი მონაპოვარი ცხოვრებაში არაფერია" - რეჟისორ ციცინო კობიაშვილის ცნობილი ოჯახი და ამბები კულისებს მიღმა 

ჯაბა კილაძის ოჯახი 

ჯაბას დედა მსახიობი ციცინო კობიაშვილია, მამა - თემურ კილაძე, ასევე მსახიობია. 

"ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უყუ­რებს, რომ ჩვენ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მოვ­დი­ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ ერ­თად. ომი­ა­ნო­ბის, შიმ­ში­ლო­ბის, გა­უ­გებ­რო­ბე­ბის პე­რი­ო­დი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა 10 კა­პი­კი გაგ­ვიყ­ვია, რომ ჯა­ბას სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლი ფული ჰქო­ნო­და და ჩვენ ისე დავ­რჩე­ნილ­ვართ. ყო­ფი­ლა პე­რი­ო­დი, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ტან­კე­ბი იდგა, ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობ­და. მარ­ტყოფ­შიც გა­დავ­სახ­ლდით მა­შინ ამის გამო. ის ორი წელი ჯაბა მარ­ტყოფ­ში სწავ­ლობ­და, იქ ბუ­ნებ­რი­ვი გაზი იყო. მახ­სოვს პე­რი­ო­დი, როცა სამ­სა­ხუ­რი­დან მო­სუ­ლი გა­ყი­ნულ ფე­ხებს მბჟუ­ტავ "დუ­ხოვ­კა­ში" ვით­ბობ­დი და არც მით­ბობ­და. ღუ­მე­ლიც დავ­დგით და მე­ზობ­ლე­ბი ჩვენ­თან თბე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­და­ვი­ტა­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლით, რო­გორც ყვე­ლამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და ჯაბა და დღეს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს ადა­მი­ა­ნებს, სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი იცის. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი და­ენგრა. დღემ­დე ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამას. გული მტკი­ვა, რომ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან არ იზ­რდე­ბა. თუმ­ცა ხში­რად მო­დის და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დეთ, რომ ასე არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მისი ოჯა­ხის საქ­მე ჯა­ბას გა­და­სა­წყვე­ტი იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ყო­ფილ რძალ­თა­ნაც, მაგ­რამ მერ­ჩივ­ნა, ეს არ მომ­ხდა­რი­ყო. ჯა­ბამ კარ­გად ნახა, რა გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ და ჩვე­ნი ოჯა­ხი დან­გრე­ვის საფრ­თხის წი­ნა­შე არას­დროს დამ­დგა­რა. პი­რი­ქით, გა­ჭირ­ვე­ბამ უფრო გაგ­ვაძ­ლი­ე­რა და შეგ­ვა­დუ­ღა ერ­თმა­ნეთს" - იხსენებდა ციცინო კობიაშვილი. 

 jaba-kiladze

  • მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად 

ჯაბა კილაძე 24 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე თამთა ჭილაძე იყო, ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი შეეძინა, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 

"ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა სხვა რამ იყო. დღემ­დე რა­ტომ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან? იმი­ტომ, რომ პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ მივ­ხვდით, რომ ეს ორი ელე­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ ეწყო­ბო­და - გა­მუდ­მე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი იყო. რო­გორ ჯო­ბია, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­დოს, ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მოა, თუ მშვიდ გა­რე­მო­ში, რო­მელ­მაც იცის, რომ დე­დაც ჰყავს, მა­მაც ჰყავს, ერ­თმა­ნეთ­ში პრობ­ლე­მა არ აქვთ, უბ­რა­ლოდ ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ" - აღნიშნავდა ჯაბა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ჯაბა კილაძისა და თამთა ჭელიძის ქალიშვილი, ლიზა კილაძე უკვე სრულწლოვანია, სკოლა საქართველოში დაამთავრა და ეკონომიკის მიმართულება აირჩია, პროფესიული გზის გასაგრძელებლად კი პრაღაში გაემგზავრა. 

"ეკონომიკურზე სწავლობს პრაღაში, საუკეთესო უნივერსიტეტში. თვითონ ჩააბარა, დამოუკიდებლად. უმაღლესი ქულები აქვს. შარშანდელი წელი რომ დახურა, სიგელი და მადლობები გადასცეს. კურსზე ყველაზე ძლიერია. თან ისეთი ფაკულტეტი აირჩია… ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურზე ჩააბარებდა. სულ ბიჭები არიან მის კურსზე. თქვა, მაგათ არ ვათქმევინებ, რომ მჯობნიან, ნახონ, რა შემიძლიაო და მართლა ყველაზე ძლიერია. წელს ამთავრებს უკვე. სამოდელო სააგენტოშიც იყო და წარმატებებიც ჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე თქვა უარი და ასე გადაწყვიტა.

ძალიან დამოუკიდებელი და გონიერი ადამიანია, ფიქრობს იმაზე, რომ კარგად ისწავლოს, რომ თავის ქვეყანას გამოადგეს. ღმერთმა დალოცოს მისი გზა და ყველა იმ ახალგზარდისა, ვინც თავის ქვეყანაზე ფიქრობს. ვთვლი, რომ ამაზე დიდი მიზანი არ უნდა არსებობდეს", - ამბობდა ციცინო კობიაშვილი შვილიშვილზე.