მას შემდეგ, რაც 2024 წელს The Victoria's Secret Fashion Show დაბრუნდა და ბოლო ორი ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართა, თეთრეულის ბრენდმა დაადასტურა, რომ წლევანდელი ღონისძიება 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დეტალი - მათ შორის მოდელების სრული შემადგენლობა - ჯერ კიდევ საიდუმლოდ ინახება, რამდენიმე განცხადება უკვე გავრცელდა. აი, ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით.
16 ივლისს ვიქტორიას სეკრეტმა დაადასტურა, რომ 2026 წლის მოდის ჩვენება ლოს-ანჯელესში ჩატარდება. ბრენდმა ეს ამბავი საკუთარ ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, ლოკაციად კი Sony Pictures Studios შეარჩია.

შოუ გაიმართება კვირას, 18 ოქტომბერს, აღმოსავლეთის დროით (ET - Eastern Time)19:30 საათზე, დასავლეთის დროით 16:30 საათზე. შოუ საქართველოს დროით იქნება ღამის 03:30 საათზე (19 ოქტომბრის გამთენიისას).
წლევანდელ შოუში მონაწილეობას დადასტურებულად მიიღებენ: ჯიჯი ჰადიდი, პალომა ელესერი, იმან ჰამამი, ანოკ იაი, კენდის სვანეპული, ეშლი გრემი, ები ჩემპიონი, ალექს კონსანი და დევინ გარსია.
ვიქტორიას სეკრეტმა ჯიჯი ჰადიდის დაბრუნება მოკლე სოციალური მედიის ვიდეოთი გამოაცხადა, სადაც ის ამბობს: „ჩაჯექით, ანგელოზებო, ლოს-ანჯელესში მივდივართ!“ - და კამერას ჰაეროვან კოცნას უგზავნის.

რამდენიმე დღის შემდეგ ბრენდმა გააზიარა პალომა ელესერის ვიდეოკლიპები წარწერით: „კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ვიქტორიას სეკრეტის მოდის ჩვენებამდე ათვლა დავიწყოთ? @palomija მონაწილეობს“.
მოგვიანებით ბრენდმა ვებსაიტზე სიას ჰამამი, იაი, სვანეპული, გრემი, გარსია, კონსანი და ჩემპიონიც დაუმატა. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებამდე კიდევ არაერთი მოდელის ვინაობა გახდება ცნობილი.
წლევანდელ ვიქტორიას სეკრეტის მოდის ჩვენებაზე გამოვლენ: Katseye, Megan Thee Stallion, ტეიტ მაკრეი და მეგან მორონი.
ვიქტორიას სეკრეტის ბოლო მოდის ჩვენებებში მონაწილეობდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან მედისონ ბირი, კაროლ ჯი, მისი ელიოტი და TWICE.
გულშემატკივრებს შოუს პირდაპირი ეთერში ყურება შეეძლებათ ვიქტორიას სეკრეტის YouTube-ის არხსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის, საქართველოდანაც.

ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთხელ მატილდა გვარლიანს The Victoria's Secret Fashion Show-ზე? ოფიციალურ წყაროებში ქართველის მოდელის სახელი და გვარი ჯერ არ ფიგურირებს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა იმან ჰამამიმ, რომელიც, როგორც გითხარით, ოფიციალურ სიაში მოხვდა, მატილდა გვარლიანის ფოტოები საკუთარ გვერდზე გააზიარა. ზოგიერთი ინსაიდერი მიიჩნევს, რომ ეს მინიშნებაა, თუმცა დაზუსტებით თქმა, იქნება თუა არა მატილდა ერთ-ერთი ანგელოზი, ჯერ არ შეგვიძლია.