მსოფლიო მოდის რუკაზე საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ და ოქროს ასოებით ჩაიწერა. Victoria's Secret Fashion Show '26-ის ლეგენდარულ პოდიუმზე გასვლით მატილდა გვარლიანმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მოდის ქართველ მოყვარულთა ოცნება კიდევ ერთხელ აასრულა. ამ ისტორიულ მომენტს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გულშემატკივრობდა, თუმცა ამ გრანდიოზული ზეიმის მთავარი ემოცია და უდიდესი ძალა, როგორც ყოველთვის, უახლოესი ადამიანების მხარდაჭერა იყო - განსაკუთრებით კი ძმის, დავით გვარლიანის, რომელიც მისი მთავარი გულშემატკივარია ამ წარმატების გზაზე.
დავით გვარლიანმა საკუთარ გვერდზე დის, მატილდა გვარლიანის ვიდეო გააზიარა Victoria's Secret Fashion Show '26-იდან: „არასოდეს შეწყვიტო ბრწყინვალება“, - წერს ის.

მატილდა გვარლიანის ძმა - დავით გვარლიანი
მიუხედავად იმისა, რომ დავით გვარლიანს კამერებთან გამოჩენა დიდად არ ხიბლავს, ახალგაზრდა მოდელი მასთან ერთად ხშირად პოზირებს და პერიოდულად სახალისო ოჯახურ კადრებსაც აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, დავით გვარლიანი წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ.