„ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ მამის სიცოცხლისთვის საკმარისად არ ვიბრძოლე“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე - Marao

„ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ მამის სიცოცხლისთვის საკმარისად არ ვიბრძოლე“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე

2026-10-19 11:24:02+04:00

მომღერალი ნინი ქარსელაძე ნოე სულაბერიძის გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობდა, სადაც მან მშობლების დაავადებაზე გულახდილად ისაუბრა.

nini-karseladze

ნინი ქარსელაძის ინტერვიუ

„ასაკი რომ მემატება, ძალიან განვიცდი, რომ მამაჩემს იგივე ვერ გავუკეთე, რაც ხათუნას. პირველად ვამბობ ამას, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთი წამიც არ მიბრძოლია. ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩემს თავს ამას ვერ ვპატიობ. ხშირად, სასაფლაოზე რომ მივდივარ, ვთხოვ, რომ მაპატიოს. მაშინ გამოუცდელი და პატარა ვიყავი. მგონია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე საკმარისად არ ვიბრძოლე მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

განსაცდელები გვზრდის და ბევრ რამეს ვსწავლობთ. ის ნინი, რომელიც იყო აფექტური, ცოტა უფრო პირდაპირი, მხიარული, ახლა ნაკლებად ვარ ასეთი. მაქსიმალურად ვცდილობ, ძალიან არ გამიფუჭდეს ხასიათი. უფრო მშვიდი ვარ, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ბევრს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას აღარ ვიღებ მარტივად.

მამა როდესაც გარდაიცვალა, ზაფხული იყო, ძალიან ცხელოდა. გაციებას ამას ვერ დავაბრალებდი, ხათუნას ხველება პანაშვიდებზე დაეწყო. იმ 5 დღეში ყველანაირი ტიპის წამალი დავალევინე, მაგრამ არაფერმა ოდნავი შვებაც არ მისცა. დაკრძალვიდან სამ დღეში მოტყუებით წავიყვანე, რადგან მამას ფილტვის დაავადება ჰქონდა, გენეტიკური იყო და ვუთხარი, რომ მე უნდა გადამეღო. ექიმთან რომ მივედით, უცებ მიხვდა, რაც სჭირდა ხათუნას, მაგრამ არ შემაშინა, რადგან მამა ახალი გარდაცვლილი იყო. ამ დღეს მეორე ექიმი ხათუნასთვის წარმოუდგენელი იყო. ცხოვრებაში პირველად ხათუნა დილით მარტო წავიდა ექიმთან და უთხრეს, რომ ბიოფსია უნდა გაეკეთებინა. ერთ კვირაში მე, მერაბი და ხათუნა გავფრინდით ისრაელში. დღევანდელი გადმოსახედიდან ღმერთს მადლობას ვეუბნები, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. მე მივხვდი, რომ უბრალოდ უნდა მებრძოლა“, - ამბობს ნინი.