Victoria’s Secret-ის ლეგენდარული Fantasy Bra პოდიუმზე ბრუნდება და ამჯერად ის იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ოდესმე მსოფლიოს უნახავს. 2018 წლის შემდეგ ბრენდმა პირველად წარადგინა ძვირფასი თვლებით შემკული ეს ექსკლუზიური ნამუშევარი, რომლის წარსადგენადაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავი, ბიზნესმენი და რეალითი შოუს ვარსკვლავი - 29 წლის კაილი ჯენერი შეარჩია.

კაილიმ, რომელსაც Instagram-ზე 380 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, პოდიუმზე გამჭვირვალე მინი-ქვედაბოლოთი, გამჭვირვალე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და თეთრი ფრთებით გაიარა, თუმცა საღამოს მთავარი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, რეკორდული ღირებულების ძვირფასი ბიუსტჰალტერი გახდა.
Fantasy Bra-ს შექმნაზე Victoria’s Secret-მა ცნობილ საიუველირო სახლ Jacob & Co.-სთან და მის დამფუძნებელთან, იაკობ არაბოსთან (Jacob Arabo) ითანამშრომლა. დიზაინერების მთავარი გამოწვევა და იდეა იყო შეექმნათ ნამუშევარი, რომელშიც საერთოდ არ არის გამოყენებული ქსოვილი - ის მთლიანად ოქროსა და ალმასებისგან შედგება.

რეკორდული ღირებულება: ბიუსტჰალტერი 50 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული, რაც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული Fantasy Bra-ა (წინა რეკორდს $35 მილიონით აჭარბებს).

ცენტრალური თვალი: ნამუშევრის გულში ბრწყინავს იშვიათი, 75.54 კარატიანი ყვითელი ალმასი (Fancy Vivid Yellow).

ძვირფასი თვლები: ცენტრალურ თვალს გარს აკრავს 4,409 ბუნებრივი ალმასი. საერთო ჯამში, ბიუსტჰალტერი 4,410 ალმასს მოიცავს, რომელთა საერთო წონა 1,373 კარატია.
ოსტატობა და დრო: 3,218 ინდივიდუალური კომპონენტისგან შემდგარი ნამუშევრის შექმნას 15-მა ოსტატმა 1,000 საათზე მეტი დაუთმო. მზა ნაკეთობა 1.8 კილოგრამზე (4 ფუნტზე) ოდნავ ნაკლებს იწონის.
„უდიდესი გამოწვევა იყო ის, რომ ბიუსტჰალტერი ყოფილიყო კომფორტული და სხეულთან ერთად ბუნებრივად იმოძრაოს. ის მთლიანად ოქროსა და ალმასებისგანაა დამზადებული, ქსოვილის გარეშე, ამიტომ კაილის ზუსტი ზომები ავიღეთ და თითოეული დეტალი მილიმეტრის სიზუსტით მოვარგეთ,“ - აღნიშნავს იაკობ არაბო.
Victoria’s Secret-ის მთავარი კრეატიული დირექტორის, ადამ სელმანის (Adam Selman) თქმით, შოუს დაბრუნებასთან ერთად ფანების უდიდესი მოთხოვნა სწორედ Fantasy Bra-ს ნახვა იყო. კაილი ჯენერის შერჩევა კი მისმა კულტურულმა გავლენამ განაპირობა.
„კაილი სცილდება მხოლოდ მოდის, ტელევიზიის თუ კულტურის ფარგლებს - ის თავად ქმნის კულტურას. შოუ არის ნამდვილი სანახაობა და გსურდათ ფანებისთვის მიგვეცა ის, რაც ასე ძალიან უნდოდათ, თანაც სრულიად მოულოდნელი, უზარმაზარი გავლენის მქონე ვარსკვლავის წარდგენით,“ - აცხადებს სელმანი.

Fantasy Bra-ს ტრადიცია სათავეს 1996 წლიდან იღებს, როცა პირველი 1-მილიონიანი მოდელი კლაუდია შიფერმა ბეჭდურ რეკლამაში მოირგო. წლების განმავლობაში ამ ისტორიულ სამკაულს ატარებდნენ:
პოდიუმზე გამოსვლისას კაილის მაკიაჟი მთლიანად მისივე ბრენდის, Kylie Cosmetics-ის პროდუქციით შეიქმნა:
50-მილიონიანი Fantasy Bra-ს დაბრუნება Victoria’s Secret Fashion Show '26-ის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად და ისტორიულ მოვლენად უკვე იქცა.
