სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა: ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული - Marao

სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა: ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული

2026-10-19 21:22:24+04:00

"ჩემი პატარა გოგო დაინიშნა, მიყვარხარ", - წერს სოციალურ ქსელში ყველასთვის საყვარელი მოდელი და ტელესახე სალომე ღვინიაშვილი და უფროსი ქალიშვილის, ტასო ხიზანიშვილის ფოტოებს აქვეყნებს. ტასო ხიზანიშვილის რჩეული ნიკოლოზ ახვლედიანია. 

taso

სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის ოჯახი

მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

  • დამოუკიდებელი ცხოვრება საზღვარგარეთ და დედისგან განსხვავებული პროფესია - ვინ არის და როგორ ცხოვრობს მშვენიერი ტასო ხიზანიშვილი

სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

წლების შემდეგ სალომეს ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. მათ ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი, ნიტა და ტასო შეეძინათ. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს და, ამასთან, აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაშიც. 

  • "სიყვარულის, სიცილის და მოგონებების 19 წელი… " - სალომე ღვინიაშვილი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

"სახლში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის თინეიჯერი მყავს. ბევრ ინფორმაციას ვიღებ და ვეცნობი, რომ სწორი ღირებულებებით გავზარდო ისინი. მგონი, კარგად გამომდის, თუმცა შეცდომებიც ბევრი მაქვს, ალბათ.  მთავარი ჯანსაღი აზროვნებაა, განათლება და მიზანი. ყოველდღე უნდა იყო უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ", - ამბობდა მოდელი რამდენიმე წლის წინ. ტასომ სკოლა რამდენიმე წლის წინ, მისმა უმცროსმა დამ, ნიტამ კი - წელს დაასრულა და გოგონები ახლა ცხოვრების ახალ, დამოუკიდებელ თავს იწყებენ.