რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი და პუდრი? - Marao

რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი და პუდრი?

2026-10-22 13:22:32+04:00

თუ დილით გაკეთებული მაკიაჟი საღამომდე რამდენჯერმე შესასწორებელი გაქვთ, თუმცა პირვანდელ შედეგს მაინც ვერ ინარჩუნებთ, მაშინ ბოლო საფეხურად გესაჭიროებათ ფიქსაციის პუდრი ან სპრეი, რომლებიც კანის ტიპის, ცხოვრების წესისა და თქვენი მიზნების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ. 

psp 

  • როდის უნდა გამოიყენოთ ფიქსაციის პუდრი?

ფიქსაციის პუდრი კლასიკური და დროში გამოცდილი საშუალებაა, რომელიც ძირითადად, კანზე ცხიმის რეგულირებასა და მატირების ეფექტის მისაღებად გამოიყენება. პუდრი განსაკუთრებით ეფექტურია საღამოს მაკიაჟის დასაფიქსირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კამერის წინ პოზირება გიწევთ. 

როგორც წესი, ფიქსაციის პუდრი ყველაზე უკეთ ცხიმიან და კომბინირებულ კანთან არის თავსებადი. პუდრი ათანაბრებს კანის სტრუქტურას და ფარავს ფორებს. ამასთან, პროდუქტი იდეალურად აფიქსირებს ტონალურსა თუ კონსილერს, კანის გამოშრობის ან მიმიკურ ნაოჭებსა და წვრილ ხაზებში ჩაჯდომის გარეშე. 

psp 

სასურველი შედეგის მისაღებად კი სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული პროდუქტების შეძენა. ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და უსაფრთხო ბრენდის - „ესენსის“ (Essence) ფიქსაციის პუდრი 14 საათის განმავლობაში იდეალურად დაგიფიქსირებთ მაკიაჟს და შთანთაქვს ზედმეტ ცხიმს. პუდრი წყალგაუმტარია, იდეალურად ნაწილდება კანზე და არ აშრობს და აღიზიანებს მას. 

psp 

მაკიაჟის დასაფიქსირებელი პუდრი

როგორც „ესენსის“ სხვა პროდუქტები, ასევე ფიქსაციის პუდრიც, არ შეიცავს პარაბენებს, ზეთებს, პარფიუმსა და ალკოჰოლს. სწორედ ეფექტიანობისა და სანდოობის გამო ჰყავს ბრენდს ასობით კმაყოფილი მომხმარებელი. 

 psp

  • როდის უნდა გამოიყენოთ მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი?

ყოველდღიური მაკიაჟის დასაფიქსირებლად შედარებით მსუბუქი არჩევანი არის დასაფიქსირებელი სპრეი, რომელიც კრავს კომეტიკის ყველა ფენას - ტონალურს, კონსილერს, ბრონზერსა და ბლაშს. პუდრისგან განსხვავებით სპრეი შექმნილია კანის დატენიანებისა და ბზინვარების მისანიჭებლად, შესაბამისად, იდეალურია მშრალი კანისთვის.

ასევე, თუ პუდრის კონსისტენციის პროდუქტები შედარებით ზედმეტი მოგივიდათ, სპრეის რამდენიმე შესხურება სახეს ბუნებრივ იერს დაუბრუნებს და „ფქვილისებრი“ ეფექტი მალე გაქრება.

მიუხედავად იმისა, რომ სპრეი ნაკლებად ძლიერი ფიქსაციის საშუალებაა, ქმნის დამცავ უხილავ ფენას, რომელიც მაკიაჟს აჭრელებისგან ან გადასვლისგან იცავს. 

„ესენსის“ მაკიაჟის ფიქსაციის სპრეი უზრუნველყოფს მდგრადობას 18 საათის განმავლობაში, აქვს ულტრა-მსუბუქი ტექსტურა, ატენიანებს კანს და ანიჭებს ბზინვარე ეფექტს. 

psp 

მაკიაჟის დასაფიქსირებელი სპრეი

პროდუქტი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და თანაბრად შეისხურეთ სახეზე 20 სანტიმეტრის მანძილიდან. 

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი ვიზაჟისტები ხშირად ორივე პროდუქტს ერთდროულად იყენებენ: პუდრს ტონალური კრემისა და კონსილერის დასაფიქსირებლად, ხოლო სპრეის - ბოლო ეტაპზე, რაც მაქსიმალურ მდგრადობას უზრუნველყოფს. 

R