სანდრექსას მოკვლა ძაან უსამართლობა იყო - რა მოხდება ხვალ "ჩემი ცოლის დაქალებში" - Marao

სანდრექსას მოკვლა ძაან უსამართლობა იყო - რა მოხდება ხვალ "ჩემი ცოლის დაქალებში"

2013-07-19 11:35:04+04:00

პოპულარული სერიალის სცენარისტებმა და რეჟისორებმა "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელს ახალი თავსატეხი გაუჩინეს.

შაბათის სერიის ანონსის პრომოში ნათლად ჩანს, რომ ფილმში ვიღაც იღუპება, მაგრამ ვინ, ეს ინტრიგადაა დატოვებული.

"ჩემი ცოლის დაქალების" "ფეისბუქის" გევრდზე დიდი ვნებათაღელვა ატყდა სანდრექსას ირგვლივ. რატომღაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ სცენარისტები სანდრექსას "წირავენ".

- სასტავ, რაღაც ხმები გავრცელდა, სანდრექსას ბრიდავენო და არა მგონია. უფრო ლეილას სიკვდილი მგონია.

- სანდრექსას სიკვდილი არის შეცდომა...მე აღარ გიყურებთ!

- სანდრექსას მოკვლა ძაან უსამართლობა იყო... ეეეეეეეე

- სანდრექსა არ ჩანს და პროსტა, ეგ რო მოკვდეს, მთელ კოლექტივს ჰაერში აგწევთSmile

არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც, კატოს დედამთილი ლეილა კვდება, მაგრამ "ფეისბუქმომხმარებელი" ამ ეჭვს აბათილებს - ამ შემთხვევაში კატო შავებს არ ჩაიცვამდაოSmile

განსჯისთვის დრო ცოტა დარჩა. ვინ გამოასალმეს სიცოცხლეს ფილმის სცენარისტებმა, ამას რამდენიმე საათში გავიგებთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი გმირი დატოვებს სერიალს?

დაბოლოს, კიდევ ერთი კომენტარი "ფეისბუქიდან":

- თქვენს სერიალს აკლდა ახლა მკვლელობები და ბიძაშვილების შეყვარებაც დაამატეთ და ეგაა რააSmile