"მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი - ჩვენს ოჯახში ასე მარტივად არ ჩნდება ბავშვი" - ნუცა ცისკარიშვილის ინტერვიუ - Marao

"მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი - ჩვენს ოჯახში ასე მარტივად არ ჩნდება ბავშვი" - ნუცა ცისკარიშვილის ინტერვიუ

2026-10-22 15:53:54+04:00

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა. 

  • ნუცა ცისკარიშვილის ზღაპარი და კადრები პატარა დაჩისთან ერთად: „მადლიერების განცდა მაქვს სამყაროს მიმართ"

ნუცასა და მის მეუღლეს, უმცროს ოტიას ერთი შვილი, დაჩი იოსელიანი ჰყავთ. პატარა დაჩი დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს - ნუცას გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.

  • "ჩვენი უღელი 7 წლისაა" - შვილის 4-წლიანი მოლოდინი, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება ქალაქისგან შორს

ნუცა ცისკარიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ შვილისა და მისი მოლოდინის შესახებ ისაუბრა. 

nutsa-tsiskarishvili

ნუცა ცისკარიშვილის ინტერვიუ

- ოჯახში ახალი წევრი ხომ არ შემოგემატათ? დარის და ან ძმა ხომ არ გაუჩნდა?

- თქვენს პირს შაქარი, ნეტავ, მალე მყავდეს! დაჩი 2023 წელს დაიბადა. მე და ჩემს მეუღლეს, ოტიას, მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი. ჩვენს ოჯახში ასე მარტივად არ ჩნდება ბავშვი. პირველი შვილიც გვიან შეგვეძინა - 4 წელი არ გვყავდა შვილი. დაჩის დაბადების შემდეგაც მოლოდინის რეჟიმში ვარ. მზად ვარ, 5-6 შვილი გავაჩინო, მაგრამ უფალი რასაც ინებებს, ისე იქნება.