რა მოხდება, თუ ტრადიციულ კორეულ მედიცინას (ჰანბანგი) თავის მოვლის ისეთ პროდუქტებად გარდავქმნით, რომელსაც ყველგან თან ატარებ და სიამოვნებით აჩვენებ შენს სილამაზის ენთუზიასტ მეგობრებს? - სწორედ ამ ერთი კითხვით იწყება ლეგენდარული კორეული ბრენდის - Beauty of Joseon-ის შექმნის ისტორია 2016 წელს. თავდაპირველად ბრენდმა წარადგინა Dynasty cream - დინასტიის კრემი, რომლის შექმნის იდეაც ჯოსონის დინასტიიდან მოდის (1392-1910წწ.), ეპოქიდან, რომელშიც ქალები მკვეთრი მაკიაჟის ნაცვლად ჯანსაღ და ბზინვარე კანს ანიჭებდნენ უპირატესობას.
მალევე, ბრენდმა წარადგინა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მზისგან დამცავი, ბრინჯისა და პრობიოტიკების კომბინაციით, რომელიც ტრადიციული საშუალებებისგან განსხვავებით, არ აღიზიანებს კანს და UV გამოსხივებისგან დაცვასთან ერთად, ბარიერის აღდგენაზეა ორიენტირებულები.
ამ მინიმალისტურმა ფორმულამ გარღვევა მოახდინა როგორც K-Beauty-ში, ასევე ზოგადად, კანის მოვლის ინდუსტრიაში, თუმცა განვმარტოთ, რატომ არის Beauty of Joseon (ბიუთი ოფ ჯოსონ) ინოვაციური ბრენდი კანის მოვლის ინდუსტრიაში.

აღსანიშნავია, რომ Beauty of Joseon საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად მხოლოდ PSP-ს ქსელშია წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ორიგინალი პროდუქცია და ფართო არჩევანია.
ბრენდის წარმატების საიდუმლო მის ეფექტიან ფორმულებშია, რომელიც აგრესიული ქიმიური დანამატების ნაცვლად ბუნებრივ აქტიურ ნივთიერებებსა და მინიმალიზმს ეფუძნება:
რატომ ენდობა Beauty of Joseon-ს ათასობით ადამიანი?
Beauty of Joseon გლობალურად აღიარებული ბრენდია, რომელმაც შექმნა წამყვანი ფორმულები კანის ბარიერის აღსადგენად.
ბრენდის პროდუქტები მორგებულია ყველა ტიპის კანზე, არ იწვევს გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებს, ტესტირებულია დერმატოლოგიურად. ამასთან, აქვს მსუბუქი ტექსტურები, რის გამოც მისი გამოყენება ყველა სეზონზე კომფორტულია. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მზისგან დამცავმა ფორმულებმა, რომლებიც ერთი მხრივ, ატენიანებს კანს და მეორე მხრივ, ეფექტურად იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.
ბრენდის უნიკალურობა მდგომარეობს ფორმულებში, რომლებიც შექმნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის, მგრძნობიარე და გაღიზიანებული; მშრალი და გაუწყლოებული, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი და პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისთვის.
პროდუქტები ღრმად ატენიანებს კანს, ცხიმიანობისა და ფორების დახშობის გარეშე, აქტიური ინგრედიენტებისა და მცენარეული ექსტრაქტების მეშვეობით, ებრძვის დაბერების ნიშნებს, ათანაბრებს კანის ტონს და ხსნის სიწითლეს.
Beauty of Joseon-ის ეს მზისგან დამცავი კრემი ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა. ის გამოსვლიდან დღემდე ბესტსელერია. მისი ეფექტური ფორმულა დაფუძნებულია ბრინჯის ექსტრაქტსა და მარცვლეულის ფერმენტებზე, რომლებიც მდიდარია B,C და E ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით. ფორმულა გამდიდრებულია ნიაცინამიდით, რომელიც არეგულირებს ცხიმიანობას და ათანაბრებს კანის ტონს.
მზისგან დამცავს აქვს მსუბუქი, დამატენიანებელი შრატის ტექსტურა, არ ტოვებს თეთრ კვალს, არ ქმნის ცხიმოვან ფენას და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, მათ შორის, მაკიაჟის ქვეშ.
Aqua Fresh ვერსია კიდევ უფრო მსუბუქი, თუმცა დატენიანებასა და კანის ბარიერის დაცვაზე ორიენტირებული ფორმულაა, რომელიც ამავდროულად ეფექტიანად ებრძვის ულტრაიისფერ სხივებს. პროდუქტი შექმნილია ბრინჯის ექსტრაქტისა და პანთენოლისგან. იდეალურია ცხიმიანი, კომბინირებული და ოფლიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის. პანთენოლი ამშვიდებს გაღიზიანებულ ბარიერს და გამოყენებიდან მოკლე პერიოდში აღადგენს მას.

შრატის ფორმულა პირდაპირ არის დაფუძნებული კორეულ ესთეტიკაზე, ე.წ Glass Skin-ის ეფექტზე. პროდუქტი შეიცავს 60% პროპოლისის ექსტრაქტს და 2% ნიაცინამიდს.
პროპოლისი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ნიაცინამიდი კი ეფექტურად არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და ავიწროებს ფორებს.
შრატი გამოირჩევა ძლიერი დამამშვიდებელი და აღმდგენი თვისებებით. განსაკუთრებით ეფექტურია აკნესკენ და პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილი კანისთვის, ხსნის სიწითლეს და ანიჭებს სახის კანს გამორჩეულ ბზინვარებას.

შრატი შექმნილია პიგმენტაციისა და არაერთგვაროვანი ტონის მქონე კანის მოვლისთვის. მისი შემადგენლობა ეფუძნება ბრინჯის ექსტრაქტსა და 2% ალფა-არბუტინს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ინგრედიენტია პიგმენტაციის შესაჩერებლად.
პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტიანია მათთვის, ვისაც მზისგან დაზიანებული უბნების, კერძოდ, პიგმენტაციისა და აკნეს შემდგომი ლაქების გაფერმკრთალება და კანის აღდგენა სურს.
Dynasty cream არის ბრენდის პირველი და საკულტო დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჯოსონის დინასტიის ტრადიციებითაა შთაგონებული. პროდუქტი შეიცავს ჟენშენის წყალს, ბრინჯის ქატოს წყალს, სქვალენსა და ნიაცინამიდს.
კრემი გამოირჩევა მდიდარი, მაგრამ მსუბუქი ტექსტურით, რომელიც კანზე ქმნის დამცავ, მკვებავ ფენას და მთელი დღის განმავლობაში აკავებს წყალს კანის შიგნით. იდეალურია მშრალი, ნორმალური და ასაკობრივი ნიშნების მქონე კანისთვის, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ხდის უფრო ელასტიკურს და იცავს წვრილი ხაზების წარმოქმნისგან.
Beauty of Joseon არის ბრენდი, რომელმაც კანის მოვლის კორეული ტრადიციისა და მეცნიერების საფუძველზე შექმნა ეფექტური და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფორმულები, რომლებსაც ექსკლუზიურად PSP-ს ქსელში აღმოაჩენთ, როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ.
R