რას შეიძენთ 50 ლარად თბილისის წიგნის დღეებზე „პალიტრა L“-ის სტენდთან - Marao

რას შეიძენთ 50 ლარად თბილისის წიგნის დღეებზე „პალიტრა L“-ის სტენდთან

2026-10-27 11:43:13+04:00

წიგნის მოყვარულთათვის „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი კვლავ ტრადიციული შეხვედრის ადგილად იქცევა. „თბილისის წიგნის დღეები“ სწორედ ისეთი ჯადოსნური ფესტივალია,  სადაც ლიტერატურული სიახლეების აღმოჩენა და პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრება განსაკუთრებულ დღესასწაულად იქცევა.

წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ თავის სტენდთან უახლესი, მრავალფეროვანი კოლექციით გელით, სადაც ყველა გემოვნების მკითხველი იპოვის თავის საკითხავს -ეროვნული გმირების დოკუმენტური პროზიდან და მსოფლიო ბესტსელერებიდან დაწყებული, ემოციური დრამებითა და ფერადი საბავშვო ზღაპრებით დამთავრებული.

სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ სულ რაღაც 50-ლარიანი ბიუჯეტით შეგიძლიათ „პალიტრა L-ის“ სტენდიდან 4 სრულიად ახალი, უმაღლესი ხარისხის გამოცემა გააყოლოთ ხელს. 

გიორგი კეკელიძე - „ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“  

giorgi-antsukhelidze

90-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება აფხაზეთსა და შიდა ქართლში, 2008 წლის აგვისტოს ომი, ფერფლად ქცეული ქართული სოფლები, მიძინებული ჭრილობები... რუსულ იმპერიალიზმთან ორ საუკუნეზე მეტ ხანს გაუნელებელი ომის უახლესი ნაკვალევი, სახელები, ამბები და ტკივილები, რომლებიც ცალკეული ადამიანების მეხსიერებაშია შემორჩენილი, კოლექტიური მეხსიერების კუთვნილება ხდება.

„ანწუხელიძე. ომის ნამსხვრევები“ წარმოუდგენელი ძალის წიგნია ომში ჩაბმულ რიგით ადამიანებზე, რომლებსაც განგებამ და გარემოებებმა განუსაზღვრეს ისტორიული მისია - ეჩვენებინათ ინდივიდუალური წინააღმდეგობის ძალა. და საქართველოს ბედმა თუ უბედობამ შვა ათასობით უსახელო გმირი და დააწერინა მწერალს ერთგულების, თავგანწირვისა და უდრეკობის ასობით მაგალითის დამტევი და იმის იმედით გაჟღენთილი წიგნი, რომ გმირები, რომლებიც აქამდე დაიხოცნენ, კიდევ მოვლენ! და მარად ცოცხალი იქნება გიორგი ანწუხელიძე - თავისუფალი და გაუტეხელი საქართველოს იდეის განსახიერება.

  • ფასი: 12 ₾

მერილინ რობინსონი - „შინ“  

shin

„ნიუ-იორკ თაიმსისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ 2008 წლის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარებული რომანი უძღები შვილისა და მოყვარული მამის მარადიულ, სულშემძვრელ თემას ეხება. 20-წლიანი ხეტიალის, შეცდომებისა და წარსულის ტრავმების შემდეგ, ჯეკ ბაუთონი - უმართავი, ლოთი და ყველაფერზე გულაყრილი მამაკაცი მშობლიურ სახლს უბრუნდება. ტრადიციონალისტ მღვდელ მამასთან მუდმივი კონფლიქტის მიუხედავად, ის ოჯახის უსაყვარლეს შვილად რჩება. ჯეკი სულის სიმშვიდეს, ღმერთთან შერიგებასა და იმის დამტკიცებას ეძებს, რომ სამყაროსთვის საბოლოოდ დაკარგული ადამიანი არ არის.

  • ფასი: 15 ₾

ლიან მორიარტი - „დიდი პატარა ტყუილები“  

didi-patara-tyuilebi

მსოფლიო ბესტსელერი, რომლის შთაგონებაც ავტორის მიერ რადიოში მოსმენილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის მძიმე ბავშვობის მოგონება გახდა. რომანი ერთი შეხედვით იდეალური, უზრუნველი ცხოვრების მიღმა დამალულ ბნელ, ტკივილიან საიდუმლოებებსა და ოჯახურ ტრაგედიებს ააშკარავებს. სამი სრულიად განსხვავებული ქალის ბედისწერის გადაკვეთა მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ბედნიერი ოჯახების დახურულ კარს მიღმა ზოგჯერ უდიდესი დრამა იმალება, ადამიანის მომავალს კი ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს, რასაც თვალს არიდებს.

  • ფასი: 15 ₾

„მოანა“ (საბავშვო ილუსტრირებული წიგნი)  

moana

პატარა მკითხველებისთვის „პალიტრა L-ს“ საოცრად ფერადი და შთამაგონებელი თავგადასავალი აქვს მომზადებული. მოანა და მისი მეგობრები ტყეში დაკარგულ ფრანს ეძებენ და სოფლისკენ მიმავალ დაბრკოლებებით სავსე გზას ადგანან. „გამოსავალი ყოველთვის არსებობს!“ - ამ სიტყვებით ამხნევებს პატარა გმირი მეგობრებს. ეს არის ემოციური ისტორია სიმამაცეზე, მეგობრობასა და იმის დამტკიცებაზე, რომ დაბრკოლებების გადალახვით მოანას თავისი ტომის ღირსეულ ბელადობა შეუძლია.

  • ფასი: 8 ₾

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ეწვიოთ „პალიტრა L-ის“ სტენდს „თბილისის წიგნის დღეებზე“, ისარგებლოთ საუკეთესო საფასო შეთავაზებებით და აჩუქოთ საკუთარ თავსა თუ საყვარელ ადამიანებს ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული!

R